x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
კოლოსალური ზომის ნაპრალი კანიონლედსის ეროვნულ პარკში, რომელიც შიშის გრძნობას იწვევს

image
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრი ადგილია, სადაც მიწისძვრის ძლიერმა ტალღებმა ქანების შეჯახება და ურთიერთდაშორების შედეგად უზარმაზარი ნაპრალების გაჩენა გამოიწვია.
ერთერთი ასეთი ნაპრალი ამერიკის შეერთებულ შტატებში იუტას შტატშია, კანიონლენდსის ნაციონალურ პარკში. მას მეტსახელად "შავი ნაპრალი" უწოდეს.
"შავი ნაპრალის" სიღრმე არანაკლებ 19 მეტრია, სიგანე 1 მეტრია. თავად "შავი ნაპრალის" სიგრძე რამდენიმე ათეული კილომეტრია.

ნაპრალი გაჩნდა იუტას, არიზონას და ტეხასის შტატებში, რომელთა საერთო სიგრძე მეცნიერების გათვლებით 270 კილომეტრს აღემატება.

როგორც მეცნიერი ჯოზეფ კუკი წერს, ნაპრალების გაჩენის მიზეზი არ შეიძლება მხოლოდ მიწისძვრას დავაბრალოთ. მიწისქვეშა მდინარეების მძლავრი დინებებია ნაპრალების გაჩენის მიზეზი 40% შემთხვევაში. დანარჩენი პროცენტები მოდის მიწისძვრაზე და ადამიანის ზემოქმედებაზე გარემოზე, მეცნიერის თქმით, ადამიანები "სისხლს წოვენ დედამიწას", რაც იწვევს ქანების დაშორებას და ჩნდება უზარმაზარი ნაპრალები.

გთავაზობთ "შავი ნაპრალის" სურათების კოლაჟს.

imageimage
"შავი ნაპრალის" ზედხედიდან აშკარად ჩანს მისი სიგრძე, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს შიშს მნახელების ნაწილში.
ნაპრალი თითქმის სწორხაზოვანია და სიგანეც თითქმის ერთი ზომისაა მთლიანობაში.

image

შესავალში ვწერდი: "ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრი ადგილია, სადაც მიწისძვრის ძლიერმა ტალღებმა ქანების შეჯახება და ურთიერთდაშორების შედეგად უზარმაზარი ნაპრალების გაჩენა გამოიწვია"-მეთქი და ეს სიტყვები ჰაერიდან არ მომიტანია.
სან-ანდრეასის ნაპრალი ითვლება ერთერთ ყველაზე საშიშ ნაპრალად დედამიწაზე, ის კალიფორნიაში მდებარეობს აშშ-ს დასავლეთ ნაწილში.
ნაპრალის სიგრძე წარმოუდგენლად გრძელ მანძილს ფარავს, 1200 კილომეტრი ძალიან დიდი მანძილია.

ნაპრალი განთავსებულია ჩრდილოეთ ამერიკის და წყნარი ოკეანის ქანებს შორის, თავის დროზე მისი წარმოშობა გამოიწვია, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში 3 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

imageimage



0
76
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
76