x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იური ანდროპოვი - მოკლეს თუ მოკვდა?
image

110 წლის წინ, 1914 წლის 15 ივნისს დაიბადა იური ანდროპოვი, სუკის(კგბ) ხელმძღვანელი, ხოლო 1982 წელს ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ, სკკპ-ის გენერალური მდივანი ანუ საბჭოთა იმპერიის ლიდერი. მისი მმართველობა სულ რაღაც წელიწადი და სამი თვე გაგრძელდა და დასრულდა მისი სიკვდილით 1984 წლის 9 თებერვალს, რომელიც გამოწვეული იყო მძიმე ავადმყოფობით. გენერალური მდივანი 69 წლის იყო.დღემდე დადის ჭორები, რომ ანდროპოვი მოკლეს, ქვემოთ განვიხილავთ ორივე ვერსიას.



ჭორი იმის შესახებ, რომ ანდროპოვი გარდაიცვალა არა მძიმე ავადმყოფობისგან, არამედ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობისგან, გაჩნდა მისი გარდაცვალების წელსვე. არსებობს ვერსია, რომ იგი დაჭრა შსს-ს გადამდგარი მინისტრის, შჩელოკოვის მეუღლემ, რომელიც ანდროპოვთან ერთად იმავე სახლში ცხოვრობდა.


ცნობილია, რომ შსს-ს ხელმძღვანელი შჩელოკოვი და ანდროპოვი, კგბ-ს მეთაური, პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ანდროპოვმა, რომელიც ბრეჟნევის სიკვდილის შემდეგ ქვეყნის ლიდერი გახდა.




ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ანდროპოვი უმალ გაუსწორდა პოლიტიკურ ოპონენტს, შჩელოკოვს ჩამოართვეს არმიის გენერლის წოდება, მინისტრის თანამდებობიდან გადააყენეს, რის შემდეგაც 1982 წლის 17 დეკემბერს მან თავი მოიკლა.



იური ანდროპოვის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია იყო თირკმლის მწვავე უკმარისობა. საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა 1983 წელს. გენსეკი ისე ცუდად იყო, რომ პირადმა მცველებმა მკლავგაყრილი მიიყვანეს კანცლერ ჰელმუტ კოლთან ოფიციალურ შეხვედრაზე.



სექტემბერში ანდროპოვმა სცადა ცოტათი მაინც გაეუმჯობესებინა ჯანმრთელობა და ამ მიზნით ყირიმში გაემგზავრა. მაგრამ დაავადებით დასუსტებულმა სახელმწიფოს მეთაურმა სხეულმა ვერ გაუძლო იქ აკიდებულ გაციებას და ანდროპოვს განუვითარდა შემაერთებელი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება, ფლეგმონა. მას ოპერაცია გაუკეთეს. საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ თავად პოსტოპერაციული პერიოდი უაღრესად რთული იყო. ჭრილობაარაფრითა რ ხორცდებოდა რის შედეგადაც იური ანდროპოვი 1984 წლის 9 თებერვალს.



ავადმყოფობა თუ მკვლელობის მცდელობის შედეგი?



ოფიციალურ დიაგნოზს აბათილებდა ანდროპოვის მკვლელობის მცდელობის არსებული ვერსია რომელიც, სავარაუდოდ, მის გარდაცვალებამდე თითქმის ერთი წლით ადრე, 1983 წლის 19 თებერვალს მოხდა. პრესაშიც კი გამოჩნდა ვინმე რაისა გავრილოვნა სტაროსტინას ჩვენება. ის იყო დამლაგებელი კუტუზოვის პროსპექტზე № 26 სახლში, სადაც ანდროპოვი და შჩელოკოვები ცხოვრობდნენ.




მისი თქმით, 19 თებერვლის საღამოს, იური ვლადიმიროვიჩმა არა საკუთარი ნებით - შეცვალა ლიფტში მარტო ასვლის ჩვევა. მოხდა ისე, რომ შსს-ს ყოფილი მინისტრის, შჩელოკოვის მეუღლე, სვეტლანა ვლადიმეროვნა, "დაბნეული" დაცვის წინაშე გენერალური მდივნს ლიფტში შეუვარდა. აშკარა იყო, რომ ქალი მკვლელობის მცდელობას გეგმავდა. მას ხელჩანთაში ედო გამზადებული "ბრაუნინგი". სვეტლანა შჩელოკოვა სერტიფიცირებული ექიმი იყო და დანამდვილებით იცოდა, რომ მას უნდა ესროლა გენერალური მდივნის დაავადებულ თირკმელზე. ლეგენდის მიხედვით, სვეტლანა სროლის შემდეგ საკუთარ ბინაში ავიდა და იმავე იარაღით თავი მოიკლა. ანდროპოვზე შურისძიება ქმრის თვითმკვლელობის გამო, ერთი მხრივ, საეჭვო ჩანს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სახელმწიფოს პირველი პირის დაცვას ასეთი შეცდომა დაეშვა და შეიარაღებული შჩელოკოვა მასთან იმავე ლიფტში მოხვედრილიყო.



საკუთარ სადარბაზოში სიკვდილით დასჯა ზედმეტად დრამატული სცენარია ყოველთვის საგულდაგულოდ დაცული საბჭოთა გენერალური მდივნებისთვის. მას ჰქონდა თირკმლის სერიოზული დაავადება, რომელსაც ანდროპოვი მრავალი წლის განმავლობაში ებრძოდა. ბოლო წლებში ის იმდენად ცუდად იყო, რომ ყირიმში მის რეზიდენციაში სპეციალურად დამონტაჟდა დამატებითი სკამები, რომლებზეც იური ანდროპოვს სიარულის დროს შეეძლო ჩამოჯდომა მის ასაკში თირკმლის უკმარისობა ორგანიზმისთვის სერიოზული გამოცდაა. ნებისმიერი ინფექცია შეიძლება ფატალური იყოს. ასე მოხდა ანდროპოვის შემთხვევაშიც. გაციება ყირიმში - და ის მყისიერად გაუარესდა. ამავდროულად, სახელმწიფოს პირველი პირი ვალდებულია შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობები, დაესწროს უცხოელი სტუმრების ოფიციალურ მიღებებს და ა.შ. ასე რომ, ასეთი სერიოზული პრობლემის გამო ანდროპოვი უბრალოდ განწირული იყო.


image


და მაინც, რაღაც უცნაური მოხდა. ალექსანდრე კორჟაკოვი, რუსეთის პირველი პრეზიდენტის ბორის ელცინის უშიშროების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „ვითარება გარკვეულწილად უცნაური იყო.. იური ვლადიმროვიჩთან, როდესაც ის იმყოფებოდა ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, მუდმივად მორიგეობდა სამი რეანიმატოლოგი, მაგრამ თუ ორი ნამდვილი პროფესიონალი იყო, მესამე იყო თერაპევტი, რომელმაც სულ ახალი დამთავრებული ჰქონდა შესაბამისი კურსები, სწორედ მისი მორიგეობის დროს გარდაიცვალა ანდროპოვი, სხვათაშორის ის ორი ამბობდა, რომ ჩვენ რომ ვყოფილიყავით, მის სიკვდილს არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდითო."


ასევე იხილეთ


ზუსტად 40 წლის წინ, 1983 წლის 16 ივნისს იური ანდროპოვი საბჭოთა კავშირის მეთაური ხდება, -ირჩევენ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ, თუმცა ეს ყველაფერი ფორმალური იყო, ანდროპოვმა ქვეყნის მართვა რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, მისი წინამორბედის, ლეონიდ ბრეჟნევის გარდაცვალებისთანავე. მის...


imageსტატიები - მსოფლიო - არაჩანდა (intermedia.ge)

1
507
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
507
  
15 ივნისი, 18:26
ყველა რუს პოლიტიკოსს ძაღლი მიაკვდეს სულში
0 1 1