ამოცანები ამ გამოცანების ამოსახსნელად, ლოგიკური აზროვნების უნარი დაგჭირდებათ (პასუხები აქვს) 17 ივნისი, 8:31 ისეც ხდება, რომ გამოცანა, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივად გვეჩვენება და როგორც კი მის შინაარს გავეცნობით, პასუხიც მაშინვე მზად გვაქვს... მაგრამ, იმის გამო, რომ შეფასებაში შევცდით და მის ამოხსნას, საჭიროზე ნაკლები დრო დავუთმეთ, შესაძლოა, პასუხი სწორი არ იყოს. რა თქმა უნდა, თუ კარგად დავფიქრდებით, პასუხს აუცილებლად მივაგნებთ, ამიტომ ნუ იჩქარებთ, პირველივე აზრი, რომელიც თავში მოგივათ, შეიძლება, სწორი არ იყოს. I. გამოცანა ქაღალდის ფურცლებზე მაგიდაზე ფურცლების შეკვრა დევს, რომელშიც 100 ფურცელია. 5 წამში 10 ფურცლის გადათვლა შეგიძლიათ. რა მინიმალური დრო არის საჭირო, შეკვრიდან 80 ფურცლის ასაღებად? II. გამოცანა ქათმებზე და კვერცხზე 2 ქათამი, 2 დღეში, 2 კვერცხს დებს. რამდენ კვერცხს დადებს 6 ქათამი, 6 დღეში, თუ კვერცხის დებას, იგივე ტემპით გააგრძელებენ? III. გამოცანა კიბეზე სახლში 6 სართულია. რამდენად გრძელია გზა მე–6 სართულამდე, მე–3 სართულამდე გზასთან შედარებით, თუ ყველა სართულის სიმაღლე ტოლია, სართულებს შორის კი, კიბეების რაოდენობაც ერთნაირია. ხოლო, სადარბაზოში შესვლისას, მაშინვე პირველ სართულზე აღმოჩნდებით. ამოხსნა:I. ტიპური მსჯელობა ასეთია: თუ 5 წამში 10 ფურცელს ვთვლი, ე. ი. 80 ფურცელს 5•8=40 წამში დავთვლი. მაგრამ, ეს სწორი პასუხი არ არის. გამოცანაზე პასუხი — 10 წამია. მაშ, ასე, მაგიდაზე 100 ფურცელია. თუ 20 ფურცელს მოაკლებთ, 80 დარჩება. ხოლო, 20 ფურცლის დასათვლელად, 5•2=10 წამია საჭირო. II. აქ მთავარია არ იჩქაროთ და მაშინვე "ექვსიო" არ თქვათ. თუ 2 ქათამი, 2 დღეში 2 კვერცხს დებს, ე. ი. ერთი ქათამი 2 დღეში, ერთ კვერცხს დებს. თუ ქათამი 6–ჯერ მეტი იქნება, მაშინ კვერცხიც 6–ჯერ მეტი იქნება. ანუ, 2 დღეში, 6 ქათამი — 6 კვერცხს დადებს. ხოლო, 6 დღეში, 6 ქათამი 18 (6•3) კვერცხს დადებს. III. ყველაზე გავრცელებული პასუხი — 2–ჯერ არის. ანუ, 6 გავყოფთ 3–ზე და მივიღებთ 2–ს. მაგრამ, ეს სწორი პასუხი არ არის, რადგან სწორი პასუხის მისაღებად, სართულების რაოდენობები კი არა, სართულებს შორის, კიბის სივრცის რაოდენობები უნდა გავყოთ. მაშ, ასე: პირველ და მესამე სართულს შორის, კიბის 2 სივრცეა (პირველსა და მეორეს შორის და მეორესა და მესამეს შორის). ხოლო, პირველ და მეექვსე სართულს შორის, 5 ასეთი სივრცეა. ხუთს ვყოფთ ორზე და 2, 5–ს ვიღებთ.
არხის სხვა სიახლეები:* რატომ ვერ იხსნა სტალინმა საკუთარი შვილი ტყვეობიდან?* 7 მითები ცხოველების შესახებ, რომლისაც ყველას სჯერა* უცნაური და საინტერესო ფაქტები ჩვენი ფსიქოლოგიიდან, რომლის ცოდნაც სასარგებლოა* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?294 1-ს მოსწონს
|