პოლიტიკა "ამ ქვეყანას საშინელი მომავალი ელის"-რუსი მსახიობი ძებნაშია და მას უცხოეთის აგენტის სტატუსი მიანიჭეს 14 ივნისი, 12:24
რუსი მსახიობი და ტელეწამყვანი, ტატიანა ლაზარევა უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, რუსების წინააღმდეგ მწვავე განაცხადებებით გამოირჩევა.
რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტატიანა ლაზარევა ძებნაში გამოაცხადა. მსახიობს ბრალი ედება ჯარის დისკრედიტაციაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 280.3 მუხლი). ლაზარევამ რუსეთი2022 წელს დატოვა და ესპანეთში გადაბარგდა, საიდანაც მწვავე განცხადებებს აკეთებს და სწორედ ამიტომ მას უცხოეთის აგენტის სტატუსი მიანიჭეს. მისი თქმით, რუსეთში მხოლოდ "ლოთები, " მამაშკები" და „90-იანი წლების ბავშვები“ ცხოვრობენ და ამ ქვეყანას საშინელი მომავალი ელის. "მე არ ვტირი! უბრალოდ გაბრაზებული ვარ! ყველა ჩვენთაგანზე გაბრაზებული ვარ! -- მე და თქვენ ვერ ვამჩნევთ სიღარიბეს, ვერ ვამჩნევთ დედის მაგინებელ დედებს, ჩვენ ვერ ვამჩნევთ 90-იანი წლების შვილებს, რომლებიც არავის გამოადგებათ. ჩვენ თვითონ ვცხოვრობთ მოსკოვში, ჩვენი შვილები საზღვარგარეთ სწავლობენ. ჩვენ ვერ ვამჩნევთ მოზარდებს, რომლებიც სვამენ და გამოსავალს ვერ ხედავენ. დიახ, ყველაფერს ამას ვხედავთ“ მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მაგალითად, მოვიარე მთელი ქვეყანა და დავინახე სოფლებში სიღარიბე, ეს არის სულის დაცემა...“ - ამბობდა 2022 წელს ლაზარევა. 57 წლის ლაზარევას ერთ-ერთი ბოლო განცხადება იყო მისი განზრახვა ამ შემოდგომაზე მოსკოვის საქალაქო დუმის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა . ამგვარად, ლაზარევამ გადაწყვიტა შეემოწმებინა, ჭორი, რომ სინამდვილეში „უცხოური აგენტის სტატუსი" საერთოდ არ მოქმედებს და ფორმალობააო.. მისი განცხადების შემდეგ, სახელმწიფო დუმამ დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომელიც კრძალავს უცხოელი აგენტების მონაწილეობას ყველა არჩევნებში, რომელიც საბოლოოდ მიიღეს მაისში. ახლა გაურკვეველია ჩავა თუ არა ლაზარევა რუსეთში, რადგან მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და აღიარებულია როგორც უცხოელი აგენტი რუსეთის ფედერაციაში. 236 3-ს მოსწონს
|