x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139026
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
„არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მხოლოდ ზიზღს თესავენ“ - ლაზარე გრიგორიადისი
image

.

არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მხოლოდ ზიზღს თესავენ, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

.
„საზოგადოებაში, ჩემს ირგვლივ ვინებიც არიან, ვაკვირდები და არის იმედგაცრუება, იმიტომ რომ უნდათ, ნახონ რაღაც ერთობა. პრეზიდენტის ქარტიასაც ეთანხმებიან, მაგრამ ოპოზიციურ ფლანგზე უნდათ, რომ მეტი ერთობა ნახონ. აინტერესებთ, როგორ დაკომპლექტდება პოლიტიკურ ასპარეზზე ოპოზიციური მხარე. მეც მაინტერესებს, კოალიციას შეკრავენ, თუ რას იზამენ. ქარტია გასაგებია, ის პრეზიდენტის გადადგმული ნაბიჯი იყო და უფრო ოპოზიციისგან გვაინტერესებს.


.

იმდენად შელახული აქვს „ქართულ ოცნებას“ რეპუტაცია, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები მოგებულია, მთავარია უკვე ყველაფერი შეიკრას. არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, იმიტომ რომ შეუძლებელია იმ სიტუაციაში, რა რეალობაშიც ვართ, ვნახოთ რომ ვიღაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყოს. მხოლოდ ზიზღს თესავენ, ხალხს სცემენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ჩვენს ქვეყანას რეპუტაცია შეულახონ და მოქალაქეებს არ უფრთხილდებიან“, - ამბობს ლაზარე გრიგორიადისი.

1
123
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
123
  
ნაცებთად დგახარ და რას დაინახავ.... 200 000 აპროტესტებს და დანარჩენი?
0 1 1