x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
იგრძენით თავი შერლოკ ჰოლმსად – 3 გამოცანა (პასუხები აქვს)

შერლოკ ჰოლმსი ყველას იმით გვაოცებს, რომ სხვებისთვის შეუმჩნეველი ნიშნებით, საქმის არსს სწვდება და ჭეშმარიტებას ადგენს. ის საქმის ფრაგმენტებს პაზლივით აწყობს და მოვლენების მიმდინარეობას აღადგენს. აქ 3 გამოცანას გთავაზობთ, რომლის ამოსახსნელად, ისევე უნდა მოიქცეთ, როგორც ამას ჰოლმსი გააკეთებდა — უნდა გაიგოთ, როგორ და რატომ მოხდა ეს?


1. მოკლული ქალიimage


შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი უოტსონი ქუჩაში სეირნობდნენ და ქალის ცხედარს წააწყდნენ. შერლოკმა ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო, მის ქმარს დაურეკა და უთხრა: "სასწრაფოდ მოდით, თქვენი მეუღლე მკვდარია".

მალე ქმარი მოვიდა, ცოლის სხეულზე დაიხარა და თქვა: "რა დაგემართა, ჩემო ძვირფასო?"

შემდეგ პოლიცია მოვიდა და ჰოლმსმა მაშინვე ურჩია, მოკლული ქალის ქმარი დაეკავებინათ. ის მართლაც მკვლელი აღმოჩნდა. მაგრამ, ჰოლმსი როგორ მიხვდა ამას?


2. საიდუმლო ოთახიimage


შერლოკ ჰოლმსს თავის სახლში, შეიკერ-სტრიტზე, ოფისი ჰქონდა, რომელშიც შესვლის უფლებას არავის აძლევდა, მათ შორის უოტსონს და ქ–ნი ჰადსონს. კაბინეტის გასაღები კი, მისაღებში, კომოდის უჯრაში ინახავდა. ქ–ნი ჰადსონმა იცოდა გასაღები სად იყო, მაგრამ ჰოლმსის სურვილს ემორჩილებოდა და იქ შესვლას ვერ ბედავდა.

ერთხელ, როდესაც უოტსონი და შერლოკი სადღაც წავიდნენ, ქალს ცნობისმოყვარეობამ სძლია და კაბინეტის გასაღები აიღო. ის ოთახში შევიდა, აქეთ–იქით მიმოიხედა და წიგნით დაინტერესდა, რომელიც მაგიდაზე იდო. მან წიგნი გადაშალა, რამდენიმე სტრიქონი წაიკითხა და უეცრად შემოესმა, რომ ვიღაც შემოსასვლელ კარს აღებდა.

მან მაშინვე დახურა წიგნი, კაბინეტში შუქი ჩააქრო, კარი გაიხურა და გასაღები ადგილზე დადო. აღმოჩნდა, რომ ეს შერლოკი იყო. მას კაბინეტში რაღაც დარჩა და მის წასაღებად დაბრუნდა.

ჰოლმსმა უჯრიდან გასაღები ამოიღო, კაბინეტში შევიდა და მალევე გამოვიდა... და ქალს ჰკითხა: "ქ–ნი ჰადსონ, რატომ შეხვედით ჩემს კაბინეტში?"

როგორ მიხვდა ჰოლმსი, რომ მის მოსვლამდე, კაბინეტში სხვა იყო?


3. თვითმკვლელობის საქმეimage


დილით, ბატონი ჯონსონი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი ნახეს. მას ტყვია თავში ჰქონდა ნასროლი. ინსპექტორმა ლესტრეიდმა, რომელიც დანაშაულის ადგილზე მივიდა, დიქტოფონი იპოვა. როდესაც ჩართა, მან ჯონსონის ხმა გაიგო, რომელმაც სიკვდილის წინ შეტყობინება დატოვა:

"ჯონსონი ვარ. სწორედ ახლა სმიტმა დამირეკა და მითხრა, რომ 10 წუთში მოვა და ჩამცხრილავს. გასაქცევი არსად მაქვს... ვიცი, რომ ეს ჩანაწერი მის დაკავებაში დაგეხმარებათ... კარს მიღმა, მისი ფეხის ხმაც მესმის. აი, კარიც გააღო..."

ინსპექტორი ლესტრეიდი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სმიტის დაკავებას აპირებდა, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მისულმა შერლოკ ჰოლმსმა უთხრა, რომ სმიტი მკვლელი ნამდვილად არ იყო.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ადამიანი მართლაც უდანაშაულო იყო... მაგრამ, ჰოლმსი როგორ მიხვდა ამას?


პასუხები:


1. ქმარი რომ მკვლელი იყო, ჰოლმსი იმით მიხვდა, რომ მან კაცს უთხრა მისულიყო, მაგრამ, სად – არ უთქვამს... ის კი, მაინც მივიდა. ე. ი. იცოდა, მისი მეუღლე სად იყო.


2. "ის ოთახში შევიდა, აქეთ–იქით მიმოიხედა და წიგნით დაინტერესდა" და "დახურა წიგნი, კაბინეტში შუქი ჩააქრო, კარი გაიხურა" – ამ ფრაზებს თუ შევადარებთ, მივხვდებით, რომ როდესაც ქალი კაბინეტში შევიდა, შუქი არ აუნთია, ხოლო როდესაც გამოვიდა – ჩააქრო. ჰოლმსს ახსოვდა, რომ კაბინეტში შუქი ანთებული დატოვა.


3. სმიტი რომ მკვლელი ყოფილიყო, ის დიქტოფონს წაიღებდა. თან, ჩანაწერიც დასაწყისზე იყო გადახვეული.


imageარხის სხვა სიახლეები:


* რატომ ვერ იხსნა სტალინმა საკუთარი შვილი ტყვეობიდან?

* 7 მითები ცხოველების შესახებ, რომლისაც ყველას სჯერა

* სურათები, რომელიც ჩვენი ტვინისთვის ნამდვილი თავსატეხია

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0