x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
მას უვლიდა: 23 წლის მოხალისე 80 წლის მოხუცს გაჰყვა ცოლად
image

მოხუცთა თავშესაფარში დაწყებულმა უჩვეულო სასიყვარულო ისტორიამ 23 წლის მოხალისესა და 80 წლის მამაკაცს შორის, ჩინეთის ჰებეის პროვინციაში, ორად გაყო ჩინური საზოგადოება.


23 წლის სიაოფანგი და 80 წლის მისტერ ლი (ორივეს სახელი შეცვლილია) სწრაფად დამეგობრდნენ, რადგან მათ ბევრი საერთო ინტერესები და ჰობი ჰქონდათ. თუმცა, დროთა განმავლობაში მათი მეგობრობა კიდევ უფრო შორს წავიდა: ახალგაზრდა გოგონას იზიდავდა მისტერ ლის მოწიფლობა, სტაბილურობა და სიბრძნე, მას კი ვოლონტიორის ხალასი ხასიათი და სიკეთე.


რა თქმა უნდა სიაოფანგის ოჯახმა არ მოიწონა მისი რომანტიკული ურთიერთობა ბევრად უფროს მამაკაცთან, რომელიც პაპად უფრო ეკუთვნოდა, მაგრამ გოგონამ გადაწყვიტა მიჰყოლოდა მის გულის ძახილს და ეჩხუბა კიდეც მშობლებს, რათა რჩეულთან ყოფილიყო.


image

ამ წარმოუდგენელმა სასიყვარულო ისტორიამ ინტერნეტში დებატები გამოიწვია: ზოგი აკრიტიკებს და დასცინის წყვილს, ზოგი კი აქებს მათ გამბედაობისა და გრძნობებისადმი ერთგულებისთვის.


რა თქმა უნდა და ბუნებრივიცაა, ბევრმა დაადანაშაულა სიაოფანგი იმაში, რომ იგი ქონების გამო დაქორწინდა მოხუც კაცზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწორედ გოგონა არჩენდა ოჯახს. ხანდაზმული ასაკისა და ცუდი ჯანმრთელობის გამო, მამაკაცს შეუძლია დაეყრდნოს მხოლოდ თავის მოკრძალებულ პენსიას, ამიტომ ხარჯების უმეტესობა სიაოფანგის კისერზეა .

image

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ წყვილმა ცოტა ხნის წინ საკმაოდ უბრალო, მაგრამ ელეგანტური საქორწინო ცერემონია ჩაატარა.მათ პირობა დადეს, რომ ერთმანეთის გვერდით იქნებოდნენ, რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში.


image



imageსტატიები - ქალი და მამაკაცი - არაჩანდა (intermedia.ge)

0
117
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0