ეს 20 წლის ნიკა ბასკაკოვაა, ახლა უკვე ნიკა ვორონოვა-ბასკაკოვა, რუკ ჯგუფის "The Crossroadz"-ის როკ-გიტარისტის სერგეი ვორონოვის პროდიუსერი, ყოფილი მეგობარი ქალი და ახლა უკვე მეუღლე.
"მექალთანეობით" ცნობილ როკ-გიტარის ქორწინების "ეჟვანი" 38 წლით უმცროსმა პირადმა პროდიუსერმა და მეგობარმა გოგომ შეაბა.
ნიკა ბასკაკოვას, როგორ მუსიკალურ პროდიუსერს იმდენად არ იცნობს საზოგადოება, როგორც მას იცნობენ "ინსტაგრამის" გვერდიდან, როგორც უკომპლექსო, თავისუფალ ახალგაზრდა ქალს, რომელიც მუდამ პიკანტური სურათების ატვირთვით ექცეოდა ყურადღბის ცენტრში. ახლა კი ნიკა ყურადღბის ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც "გაუხედნავი რაში" მოათვინიერა და ცოლადაც გაჰყვა.
როკ-გიტარისტმა სერგეი ვორონოვმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე დადო სურათები 20 წლის ნიკასთან ქორწინების სურათებით და საზოგადოებისათვის წარდგენილ სურათებს ასეთი კომენტარი გაუკეთა: "დიახ, შეგიძლიათ მომილოცოთ, მე დავოჯახდი".
58 წლის როკ-გიტარისტი დიდი ხანია, რაც "მექალთანის" სტატუსით სარგებლობს.
მას გახმაურებული რომანი ჰქონდა ალიონა დოლეცკოისთან, კატია მილთან და არანაკლებ ცნობილ სხვა ქალებთან.
20 წლის ნიკა ვორონოვა-ბასკაკოვას საკმაოდ პიკანტური სურათების კოლაჟი.
წყვილი ბაბუას და შვილიშვილს უფრო ჰგვანან ვიდრე ცოლ-ქმარს.
+16