x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137386
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511330
როგორ მოვიხდინოთ "ლეოპარდის პრინტი"-ვარსკვლავების არჩევანი
ზოგიერთ ქალბატონს "ლეოპარდის პრინტები" უგემოვნოდ მიაჩნია, თუმცა ზოგიერთი ახერხებს ლამაზად მოიხდინოს პრინტებით გაფორმებული სამოსი თუ აქსესუარი. მათ შორის არც ვარსკვლავები არიან გამონაკლისი. ლედი გაგა, კაილი მინოუგი, კიმ კარდაშიანი და სხვები უკვე დიდი ხანია აქტიურად იხდენენ "ლეოპარდის პრინტს".



კაილი მინოუგი "ლეოპარდის პრინტს" უთავსებს გარდერობის კლასიკურ ნივთებს. მომღერალმა ანიმალისტურ ნახატებიან გამჭვირვალე ბლუზას შეუხამა ლურჯი ჯინსები და ყავისფერი ფეხსაცმელი. ბლუზა, ქამარი და ფეხსაცმელი ერთ ფერშია გადაწყვეტილი.

image


კიმ კარდაშიანი არ მალავს თავის ღირსებას-მისი არჩევანია ღრმად ამოჭრილი მინი-კაბა, რომელსაც მეტ სექსუალურობას სწორედ "ლეოპარდის პრინტი" ანიჭებს.


image


ლედი გაგა ყურადღებით ადევნებს თვალს მოდის ტენდენციებს. მას არც "ლეოპარდის პრინტი" გამორჩა. შექმნილ იერსახეს გაგამ გრძელი წითელი ხელთათმანი და სექსუალური წვრილქუსლიანი წითელი ფეხსაცმელი დაამატა.

image



ემა რობერტსმა კი ცალმხრიანი კაბა ამოირჩია, აგრესიულ ნახატს აწონასწორებს ნაცრისფერი ფერი.

image


მომღერალმა კორტნი ლავმა არჩევანი შეაჩერა ნაცრისფერ მინიმალისტურ კაბაზე ვიქტორია ბექჰემის სტილში და ის გაალამაზა ნახატებიანი თავსაფრით, ამგვარად იდუმალი ქალის იერსახე შექმნა.

image


ჯესიკა სიმპსონმა სამოსს ერთი დეტალი-"ლეოპარდის პრინტიანი" ჩანთა შეუხამა და შესანიშნავი იერსახე გამოუვიდა.

image


სერიალ "ჰანა მონტანას" ვარსკვლავი მაილი საირუსი Louis Vuitton-ის შარფს ირჩევს, რომელიც შავი ფერის ჯინსებს და თეთრ მაისურს შეუხამა.

image


ავსტრალიელმა მოდელმა ჯესიკა ჰარტმა ნაზი ბლუზა ტყავის შორტებს შეუხამა და მოდური იერსახე შექმნა.

image


უილ სმიტის მეუღლემ ჯადამ კი აირჩია Givenchy-ის მოცულობითი ჩანთა შავ-თეთრ ფერებში. ჩანთა ჰარმონიულად ეხამება ფეხსაცმელს.

image

1
94
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
94
  
2012, 29 ოქტომბერი, 14:40
++++++++++++++++++++++++++++++++
0 1 1