x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138394
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ბავშვის ფეხსაცმელი კინაღამ ტრაგედიის მიზეზი გახდა - რა მოხდა?
ამბავი ძველია, მაგრამ ვინაიდან მსგავსი ფეხსაცმელები დღესაც არის ბაზარზე და უამრავი მშობელი გაუაზრებლად ყიდულობს მათ თავიანთი პატარებისთვის, შეხსენება არ გვაწყენდა, რომ ერთი შეხედვით უწყინარ ფეხსაცმელს შეუძლია ტრაგედია დაატრიალოს.



image


2016 წლის 7 მაისს, ატილამ და იოვან ვირაგმა ტეხასიდან აღმოაჩინეს, რომ მათ ავტომობილში პლასტმასის შიდა ნაწილები დნებოდა. ქალმა შემთხვევის მიზეზის დასადგენად მეხანძრეები გამოიძახა. მისი თქმით, მანქანაში მხოლოდ და მხოლოდ საბავშვო, მოციმციმე სპორტული ფეხსაცმელი დარჩა.



როგორც გაირკვა, ხანძრის მიზეზი სპორტული ფეხსაცმელი გახდა. დაინახა რა დამწვარი ფეხსაცმრელი, ნაწილები ავტომობილში და მგზავრის დაზიანებული სავარძელი, ქალბატონმა ვირაგმა გაიზიარა რა შეიძლება მომხდარიყო: „საბედნიერდ, ეს სპორტული ფეხსაცმელი ხანძრის დროს ჩემს შვილს ფეხზე არ ეცვა“. ამაზე ფიქრიც კი საშინელებაა.




image


იმ მაღაზიის წარმომადგენლის თქმით, სადაც სნიკერები იყიდეს, ყველა მოციმციმე ფეხსაცმელი აიღეს თაროებიდან. აუცილებელია სიფრთხილის ზომა და ეს საკითხი საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული, რადგან მომხმარებელთა საჩივრების იგნორირება არ შეიძლება.


როდესაც ჯოვან ვირაგმა აიღო სნიკერის დარჩენილი ნაშთები, მან იპოვა ბატარეა, რომელიც შუქურ ელემენტებს კვებავს. მშობლების უმეტესობა, ასეთი ფეხსაცმლის ყიდვისას, არ ფიქრობს, რომ ბატარეამ შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა. ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ რამდენად ლამაზად გამოიყურება ფეხსაცმელი ციმციმა ნათურებით.


image


საბედნიეროდ, ამჯერად ყველაფერი მშვიდობით დასრულდა და ბიჭის მშობლები გვიზიარებენ ამ სამწუხარო გამოცდილებას, რათა სხვა მშობლები გააფრთხილონ არსებული საფრთხის შესახებ. ასეთი ფეხსაცმლის შესყიდვამდე კარგად დაფიქრდით და ნუ ჩააგდებთ საფრთხეში თქვენი შვილების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.




1
158
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
158
  
18 ივნისი, 11:53
თავად ვარ შემსწრე, მანათობელ სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილ 12-13 წლის მოზარდს რა სისწრაფით მოუწია მარჯვენა ფეხსაცმლის გახდამ. ბიჭი დარბოდა საღამოს საათებში და ფეხსაცმელს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში რაოდენ დაუჯერბელიც არ უნდა იყოს ცეცხლი წაეკიდა, :(
0 1 1