სხვა მარსზე პოლიეთილენის პარკი აღმოაჩინეს 2012, 17 ოქტომბერი, 11:42 მეცნიერები საგონებელში ჩააგდო ახალმა აღმოჩენამ: მარსზე ნასას მიერ გაშვებულმა რობოტმა პოლიეთილენის პარკი აღმოაჩინა. ამჟამად მიმდინარეობს კვლევა და მსჯელობა, თუ საიდან იყო შესაძლებელი მარსზე ასეთი რამის არსებობა. მოგეხსენებათ, მარსზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს კვლევა. ჯერჯერობით დაუდგენელია არსებობს თუ არა მარსზე სიცოცხლე, თუმცა ნასას მეცნიერები მუხლჩაუხრელად მუშაობენ ამ საკითხზე. სულ ცოტა ხნის წინ მათ ახალი რობოტი გაუშვეს მარსის შესასწავლად, რომელიც აღწურვილია ყველგანმავლის ფუნქციით და ხელოვნური ინტელექტით, რომლის საშუალებითაც მას იქვე შეუძლია აიღოს სინჯები და პასუხები გადმოაგზავნოს ნასას ცენტრში. 240 11-ს მოსწონს |
ისე პარკი რაღაც წარმოუდგენლად მიმაჩნია. არამგონია მართალი იყოს ეს ყველაფერი