არქიტექტურა ყველაზე ძვირადღირებული სახლები მსოფლიოში 12 ივნისი, 17:13 გიოცნებიათ იდესმე მდიდრულ სასახლეში ცხოვრებაზე? თუ ასეა, თქვენ მარტო არ ხართ. ბევრი ჩვენგანი ოცნებობს მეფისთვის განკუთვნილ სასახლეში ცხოვრებაზე. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ სახლს მსოფლიოში1. ბუკინგემის სასახლემდებარეობა:ლონდონი, დიდი ბრიტანეთი მფლობელი:ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ღირებულება:დაახლოებით 4.9 მილიარდი დოლარიბუკინგემის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სახლია მსოფლიოში.იგი თავდაპირველად აშენდა 1703 წელს, როგორც ბუკინგემის სახლი ბუკინგემის ჰერცოგისთვის, თუმცა მოგვიანებით იგი გახდა ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური სამეფო რეზიდენცია. სასახლეს აქვს 775 ოთახი, მათ შორის 19 სათავსო ოთახი, 52 სამეფო და სასტუმრო საძინებელი, 92 ოფისი და 78 სველი წერტილი. 2. ანტილიამდებარეობა:მუმბაი, ინდოეთი მფლობელი:მუკეშ ამბანი ღირებულება: დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი ანტილია ყველაზე ძვირადღირებული სახლია ინდოეთში და შეიძლება ითქვას მსოფლიოშიც. მუკეშ ამბანმა იგი ააგო 2010 წელს და ოჯახს მიუძღვნა.მან დაიქირავა 600 დამხმარე თანამშრომელი, რამაც გადააქცია ანტილია ყველაზე ძვირადღირებულ შენობად. ის არის 400, 000 კვ.მ. 27 სართულით. შენობაში არის 50 ადგილიანი კინოთეატრი, 6 სართულიანი პარკინგი, რამდენიმე საცურაო აუზი და ვერტმფრენის მოედანი 3. ვილა ლეოპოლდამდებარეობა:საფრანგეთი ლილი საფრა-ლიბანელი ბანკირის უილიამ საფრას ქვრივი ღირებულება: დაახლოებით 750 მილიონი დოლარი ვილა ლეოპოლდა მდებარეობს საფრანგეთის რივიერაზე.იგი აშენდა 1902 წელს ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ის მიერ.რომელიც მან ერთ-ერთ საყვარელს აჩუქა.მოგვიანებით ეს სახლი ლიბანელნა ბანკირმა შეიძინა და ლილი საფრას დაუტოვა. ვილა არის 18 ჰექტარი ფართობის, რომელსაც უვლის 50 მებაღე.4. ვილა ლეს სერდესიმდებარეობა: საფრანგეთი მფლობელი: უკრაინელი ბიზნესმელი რინატ ახმეტოვი ღირებულება: დაახლოებით 450 მილიონი დოლარი ლეს სერდესი არის ისტორიული მამული, რომელიც თავდაპირველად აშენდა 1830 წელს. იგი ეკუთვნოდა ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ს. სასახლეში განთავსებულია 14 საოცარი ზომის ოთახი, ოლიმპიური ზომის საცურაო აუზი და 35 ჰექტარი ბოტანიკური ბაღი5. ბუშტების სასახლემდებარეობა:კანი, საფრანგეთი მფლობელი:მოდის დიზაინერი პიერ კარდენი ღირებულება: დაახლოებით 420 მილიონი დოლარი ბუშტების სასახლე არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ლამაზი შენობა საფრანგეთში მისი უნიკალური არქიტექტურის გამო. მისი მშენებლობა დასრულდა 1989 წელს. იგი გადაჰყურებს ხმელთაშუა ზღვას და აქვს გასაოცარი ხედები. სახლი მოიცავს 10 საძინებელს, მრავალ საცურაო აუზსა და ამფითეატრს 500 ადგილით.6. The Odeon Tower Penthouseმდებარეობა: მონაკო მფლობელი: საჯაროდ არ არის ცნობილი ღირებულება: დაახლოებით 330 მილიონი დოლარი პენტჰაუსის მშენებლობა დასრულდა 2015 წელს. 2000 კვადრატულ მეტრიანი ბინა დაახლოებით 330 მილიონ ევროდ გაიყიდა. პენტჰაუსს აქვს 360 გრადუაინი ხედი ზღვაზე და წვდომა სახურავის წრიულ აუზზე. იგი მდებარეობს ოდეონის კოშკის თავზე და მოიცავს მრავალ სართულს.7. Four Fairfield Pondმდებარეობა:ნიუ-იორკი, აშშ მფლობელი: ირა რენერტი (ამერიკელი ინვესტორი) ღირებულება: დაახლოებით 250 მილიონი დოლარი ქონება არის უმდიდრესი ამერიკელი ინვერსტორის საკუთრებაში. შენობა დასრულდა 2003 წელს, არის 62000 კვადრატული სიდიდის და 63 ჰექტარ მიწაზე გადაჭიმული. სასახლეში არის 29 საძინებელი, 39 აბაზანა, კალათბურთის მოედანი, ჩოგბურთის კორტები და სამი საცურაო აუზი. აქვს საკუთარი ელექტროსადგური ქონების ელექტრო საჭიროებებისთვის8. 18-19 კენსინგტონის ბაღებიმდებარეობა:ლონდონი, დიდი ბრიტანეთი მფლობელი:ლაქშმი მიტალი (ინდოელი ფოლადის მაგნატი) ღირებულება:დაახლოებით 222 მილიონი დოლარი შენობა მდებარეობს ლონდონში, თუმცა იგი ეკუთვნის წარმოშობით ინდოელ მაგნატს. მისი თავდაპირველი მშენებლობა თარიღდება მე-19 საუკუნით, ხოლო მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა 2000-იანი წლების დასაწყისში. შენობას აქვს 12 საძინებელი, თურქული აბანო და პარკინგი 20 მანქანისთვის9. ბიონსეს და ჯეი-ზი მალიბუს სასახლემდებარეობა: მალიბუ, კალიფორნია, აშშ მფლობელი: ბიონსე და ჯეი-ზი (მუსიკის სუპერვარსკვლავები) ღირებულება: დაახლოებით 200 მილიონი დოლარი სასახლე მუსიკის სუპერვარსკვლავების საკუთრებაა. 30, 000 კვადრატული შენობა განთავსებულია 1, 88 ჰექტარ მიწაზე. შენობა მოიცავს 8 საძინებელს, 11 აბაზანას, 15 მანქანის ავტოფარეხს, ჩამწერ სტუდიას, 4 საცურაო აუზს და კალათბურთის მოედანს. მას აქვს ოკეანის საოცარი ხედები და თანამედროვე ულამაზესი დიზაინი10. Ellison Estateმდებარეობა: კალიფორნია, აშშ მფლობელი: ლარი ელისონი ღირებულება: დაახლოებით 200 მილიონი დოლარი შენობა დასრულდა 2004 წელს და ეფუძნება იაპონურ სტილს. მას აქვს ერთი მთავარი სახლი, ათი პატარა შენობა, ხელოვნური ტბა, ჩაის სახლი და აბაზანის სახლი68 შეფასება არ არის
|