მრეწველობა გაყრის შემდეგ უსახსროდ და უსახლკაროდ დარჩენილმა ორი შვილის დედამ თავის ხელით ააშენა სახლი (ვიდეო) 12 ივნისი, 15:39 ![]() ეს ბედი ეწია 27 წლის შარლოტა საპველს, ორი შვილის დედას, რომელსაც არ სურდა მშობლების კისერზე ტვირთად დაწოლა, მაგრამ მცირეწლოვან ბიჭებთან ერთად არც ქუჩაში დარჩენა სურდა . ![]() ამის შემდეგ ქალმა სასოწარკვეთილი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა, საკუთარი ხელით სახლის აშენება, რითაც დაამტკიცა, რომ არავითარ შემთხვევაში იმედი არ უნდა დაკარგოთ. ბედნიერი ქორწინების მშვენიერი ისტორია, დამთავრდა საკმაოდ სევდიანად. განქორწინების შემდეგ ახალგაზრდა დედა დარჩა უსახსროდ და ჭერის გარეშეც კი, რადგან ყოფილ ქმარს არ სურდა არც მისი და არც საკუთარი ბავშვების ნახვა. თავდაპირველად ქალი ბინის დაქირავებას ცდილობდა, მაგრამ ქირა ერთი ადამიანისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვებიც უნდა შეენახა. ამასობაში კი შარლოტას მშობლები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ქალიშვილი და შვილიშვილები გადასულიყვნენ მათთან საცხოვრებლად, მაგრამ მას არ სურდა მათი შევიწროება, რადგან მშობლების სახლი ისედაც მოკრძალებული ზომის იყო, თან იქ ბაბუა და უმცროსი ძმაც ცხოვრობდა. მარა და ორი შვილით ქუჩაში დარჩენაც შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ მისი მშობლების სახლი საკმაოდ ფართო ნაკვეთზე იდგა, ამიტომ შარლოტამ გადაწყვიტა სასოწარკვეთილი ნაბიჯის გადადგმა, მან გადაწყვიტა ცალკე სახლი აეშენებინა თავისი პატარა ოჯახისთვის. ეს იდეა მისმა ბაბუამ მოიწონა, რომელიც არამარტო დაეხმარა, არამედ შვილიშვილს 10 ათასი დოლარიც გადასცა, რათა მან თავისი გეგმები განეხორციელებინა და ფეხზე წამმდგარიყო. მშობლები ასევე არ იყვნენ წინააღმდეგი, მაგრამ ფიზიკურად ვერ დაეხმარებოდნენ რადგან ისინი სამსახურით იყვნენ დაკავებულნი. ![]() ![]() ახალგაზრდა ქალმა ისწავლა კედლების აგება, იატაკისა და სახურავების გაკეთება, ფილების და იატაკის დაგება, ელექტროენერგიის და სანტექნიკის დამონტაჟება. ახალგაზრდა დედამ ყველაფერი ისწავლა და ამაყობს, რომ თავად შეძლო ისეთი რამის გაკეთება, რასაც ბევრი კაცი, რომელმაც გაეგება მშენებლობისა თუ ხუროს შესახებ, ვერ გაბედავს. ![]() აღსანიშნავია, რომ სირთულეები წარმოიშვა არა მხოლოდ მშენებლობის პროცესში. როცა სახლი მზად იყო, ახალგაზრდა ქალს, უნდა მოეპოვებინა ნებართვა ადგილობრივ ბიუროკრატიისგან. ![]() ![]() 277 2-ს მოსწონს
|