x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
წარმოუდგენლად სახალისო ისტორია სსრკ-ს პერიოდში ფილმის გადაღების დროს მომხდარ კურიოზზე

image
ამ სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: ბენიამინ სმეხოვი და ნიკოლაი კარაჩენცევი.
ზიან ინოკენტი სმოკტუნოვსკი და გალინა აქსიონოვა. მსახიობები იალტაში ფილმის "ხაფანგი მარტოხელა მამაკაცისათვის" გადაღებაზე იმყოფებოდნენ 1989 წელს.

სწორედ ამ ფილმის გადაღებისას შეემთხვა სმოკტუნოვსკის კურიოზი, რომელსაც იხსენებს: "მძიანი ამინდი იდგა, ფილმის გადაღების დამთავრებამდე რამდენიმე კადრის გადაღება იყო საჭირო და რეჟისორმა ნება მოგვცა ზღვაში საბანაოდ შევსულიყავით. მოკლედ, გავცურეთ-გამოვცურეთ, ვიხალისეთ და ჩაცმის მერე დარჩენილი კადრების გადაღების წინ საგრიმიოროს მივაშურეთ, სადაც აღმოვაჩინე, რომ ზღვაში ყვინთვისას კბილის ზედა პროთეზი დამეკარგა. რაღა დროს გრიმის დრო იყო, გამოვვარდი გარეთ და რეჟისორს მოვახსენე ასე და ასეა საქმე მეთქი! ვინ დამიჯერა, დიდი და პატარა იცინოდა სმოკტუნოვსკი ცდილობს რეჟისორს სასმელი "დასცინცლოს" და ამიტომ მოიგონა პროთეზის დაკარგვაო.
რა უნდა მექნა, დავაღე პირი ბარტყივით, უპროთეზო ხახის დანახვაზე რეჟისორი მოსასულიერებელი გახდა, რადგან ფილმის დასრულებული ვერსია მეორე დილით მოსკოვში უნდა გადაგვეგზავნა, თან ფილმის გადაღბისას თუ დროში ჩავეტეოდით ბონუსის სახით მსახიობებს და ფილმის გადამღებ ჯგუფს ხელფასის 40%-იან დანამატს გვაძლევდნენ.

რეჟისორმა ფილმის დირექტორს მიმართა: როგორც გინდათ და რაც გინდათ გააკეთეთ, მაგრამ ნახევარ საათში სმოკტუნოვსკი თავისი პროთეზით გადასაღბ მოედანზე უნდა იყოსო!


ფილმის დირექტორი რომელი დანტისტი იყო პროთეზი გაეკეთებინა ან ნახევარ საათში ვინ დამიმზადებდა პროთეზს.


ისევ დირექტორმა იყოჩაღა, აიღო მეგაფონი და ბოლო ხმაზე იყვირა: ვინც ინოკენტის პროთეზს იპოვის პირადად ვკისრულობ 5 ბოთლ კონიაკსო.
ამის თქმა და ზღვაში გადაეშვა დიდი და პატარა, დამსვენებლებიც კი ჩაერთვნენ ძებნის პროცესში.


მოხდა სასწაული და გამნათებელმა ბიჭმა იყვირა ვიპოვე, ვიპოვეო. მოგვეშვა ყველას გულზე, ხელფასზე 40%-იანი დანამატი მაშინ დიდი ფული იყო.
მოკლედ გავავლე სუფთა წყალი პროტეზს და გავაქანე პირში, მაგრამ ვაი თქვენს ინოკენტს, პროთეზი სხვისი აღმოჩნდა"-ასე დაამთავრა მოყოლა ცნობილმა მსახიობმა.

0
160
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
160