x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ბაიდენმა და მაკრონმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაბლოკილი რუსული ანგარიშებიდან ფული უკრაინას გადაურიცხონ

image
პოლიტიკა, რომ ბინძური თამაშია ამას მოწმობს რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია, როცა უკრაინას შეიარაღებას აწვდიდნენ წინაპირობით, რომ უკრაინა მას არ გამოიყენებდა რუსეთის წინააღმდეგ რუსეთისავე ტერიტორიაზე.
არა და სამხედრო დოქტრინა პირდაპირ გვეუბნება: "გაანადგურე მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტები მისსავე ტერიტორიაზე, რათა აგრესორს მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას უშუალოდ ფრონტზე, ტექნიკის, საბრძოლო მასალის და საწვავის დეფიციტით.

"ნატოს" ალიანსის ყველა წევრი, რომ არ მიესალმებოდა უკრაინის შეიარაღებით მომარაგებას-ესეც ფაქტია, არავის უნდა მოხვდეს რუსული ბირთვულ ქობინიანი რაკეტის სამიზნე.

ევროპამ და ამერიკამ სცადეს სანქციებით "მოეგუდათ" რუსეთი, მაგრამ თავადვე მიხვდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო და ბევრად ეშმაკურ და ეფექტურ ხერხს მიაგნეს-რუსული აქტივები "გაყინეს" ევროპის და აშშ-ს ბანკებში, დააყადაღეს რუსი ოლიგარქების სასახლეები, იახტები და ზოგადად მთელი ქონება ევროპის და აშშ-ს ტერიტორიაზე.
თუმცა დაყადაღებული ფინანსების გამოყენება აქამდე არ დაუშვიათ. ახლა კი ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა კოლეგებთან შეთანხმებას "G7"-ის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებთან, ევროპაში და ზოგადად დასავლეთში დაყადაღებული რუსული ბანკის აქტივები, რომელთა საერთო მოცულობა ამ ეტაპზე 280 მილიარდი დოლარია გადასცენ უკრაინას, ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ეკოლოგიის და ენერგოუსაფრთხოების დასაცავად.
ამ თანხიდან გარკვეული ნაწილი მოხმარდება უკრაინისათვის შეიარაღების მიყიდვას ანუ რუსული ფულით უკრაინელებს აყიდვინებენ დასავლულ შეიარაღებას.
თანხის ნაწილი კი მოხმარდება უკრაინის ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნებას და განვითარებას.

ყოველივე ზემოთ თქმულის შესახებ განცხადება გააკეთა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

0
107
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
107