x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ბალდუსის სამკურნალო ტრაქტატის სასწაულმოქმედი რეცეპტები და შელოცვები

image

1928 წელს ა. ფლემინგმა აღმოაჩინა, რომ პენიცილიუმის ობი სტაფილოკოკის ბაქტერიისთვის სასიკვდილო იყო, მსოფლიოში პირველმა ანტიბიოტიკმა რევოლუცია მოახდინა მედიცინის სამყაროში და გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

თუმცა, ბალდუსის სამკურნალო ტრაქტატი დაიწერა დაახლოებით 900–950 წლებში, მე-9 საუკუნის ადრინდელი ლათინური ტექსტის საფუძველზე. იგი შეიცავს მცენარეულ რეცეპტებს, შელოცვებს. ასევე მასში არის ხახვის, ნივრის, ღვინისა და ხარის ნაღვლისგან დამზადებული თვალის მალამოს რეცეპტი.

მკვლევრებმა რეცეპტის მიხედვით დაამზადეს წამალი და შუა საუკუნეების მალამომ მოკლა 1000 სტაფილოკოკიდან 999 როგორც in vitro, ასევე in vivo კულტურებში ინფიცირებულ თაგვებში. მალამოს განზავებული ვერსიაც კი ძლიერი იარაღი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვჯეროდა, რომ მე-9 საუკუნეში ადამიანებს მხოლოდ ანტისეპტიკებად ჰქონდათ ვერცხლის ჯვრები, სინამდვილეში მე-9-10 საუკუნეებში ექიმებმა არა მხოლოდ შექმნეს პირველი ანტიბიოტიკი, არამედ მათმა რეცეპტმა გადაარჩინა ჩვენი თანამედროვეები, როდესაც სუპერბაქტერია Staphylococcus aureus გახდა რეზისტენტული ამჟამინდელი ანტიბიოტიკების მიმართ

1
86
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
86
  
12 ივნისი, 11:26
ქართველებსაც გვაქვს საოცარი სამედიცინო ენციკლოპედია "იადიგარ დაუდის" სახით, რომლის ავტორი დავით XI გახლავთ.
0 1 1