საზოგადოება
"ცუდი ამბავი ქოცებისთვის: ხომ გითხარით"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი
11 ივნისი, 20:41
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"რუბრიკიდან ცუდი ამბავი ქოცებისთვის: პანიკაშია ბ–ნი ბიძინა, ადრეც ხომ გითხარით, მოგატყუათთქო, ვერაფერს ვერ გამოივაჭრებს, არავინ არ ევაჭრება. ახლა ცდილობს ვინმე რამე ვაჭრობაზე წამოიყვანოს და ის ჩიჩილაკი გადაისროლა “ომის პარტიის ბუნაგში“, უნდა გაარკვიოს, რამე შანსი თუ აქვს. იმ ჩიჩილაკს სავარაუდოდ სამ ასოზე გაუშვებენ. ოღონდ, თქვენთვის კი არ ცდილობს რამე ივაჭროს, საკუთარი თავისთვის, პირადი გადარჩენისთვის. ძალაუფლების გადარჩენამ მოგჭამა ჭირი. თქვენ კი, როგორც ადრეც გაგაფრთხილეთ, ხურდაშიც არ განიხილებით."- წერს ნინო ჯანგირაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024) მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ღონისძიების მთავარი მიზანია უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.