მოვლენები ირანელ მოდელს საკუთარი ქვეყნის დატოვება თამამი ფოტოების გამო მოუწია 11 ივნისი, 19:01 29 წლის ირანელ მოდელს სახელად ნეგზიას ქვეყნის დატოვება მკაცრი სასჯელის შიშით მას შემდეგ მოუწია, რაც ცნობილი გახდა, რომ ის ნახევრად შიშველ მდგომარეობაში ერთ - ერთი გამოცემისთვის პოზირებდა.რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, გოგონას ნახევრად შიშველი ფოტოები პოლიციას თავად ფოტოგრაფმა მიუტანა, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა მოდელის საჯარო დასჯა, თუმცა მან მოახერხა და ქვეყანა დროულად დატოვა.ახლა ის პარიზში, დევნილთა თავშესაფარში იმყოფება და თავის რჩენას ძლივს ახერხებს, თუმცა საკუთარი საქციელით მაინც ამაყოს, რათა შეძლო და სწორედ ის წესი დაარღვია რომელიც მის ქვეყანაში - "ქალს პატივს არ სცემს".ნეგზია საკუთარ ქმედებას არ ნანობს, რადგან ამ გზით ის, იმ დოგმების წინააღმდეგ წავიდა, რომლებიც ქვეყანაში ქალთა უფლებებს ტოტალურად არღვევს. ახლა კი, გთავაზობთ მოდელის იმ თამამ ფოტოებს, რომელთა გამოც 29 წლის ირანელი ლამაზმანი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა.435 1-ს არ მოსწონს |