სხვა სიყვარული და ინცესტი: ცნობილები პიროვნებები, რომლებიც საკუთარ ნათესავებზე დაქორწინდნენ 11 ივნისი, 15:26 სისხლით ნათესავებს შორის კავშირებს საზოგადოება ყოველთვის მწვავედ აკრიტიკებდა. ზოგიერთ ხალხში ინცესტი დანაშაულადაც კი ითვლება, თუმცა ამისდა მიუხედავად, ასეთი ქორწინებები მაინც საკმაოდ გავრცელებულია. დღეს, სწორედ იმ ცნობილ ისტორიულ პიროვნებებზე მოგიყვებით, რომლებიც გარშემომყოფების მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ახლო ნათესავებზე მაინც დაქორწინდნენ.ედგარ ალან პო და ვირჯინია კლემიამერიკელი მწერალი ცნობილი არა მხოლოდ თავისი შემოქმედებით, არამედ ძალიან სკანდალური პირადი ცხოვრებითაც იყო. ედგარი საკუთარ ბიძაშვილზე ვირჯინიაზე დაქორწინდა და ამაში მისთვის ხელი არც მათ შორის არსებულ ნათესაურ კავშირსა და არც საყვარელი ქალის პატარა ასაკს შეუშლია, თუმცა ბიძაშვილებს შორის ოჯახურმა იდილიამ დიდხანს ვერ გასტანა, მალევე ვირჯინია ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რამაც პოს ცხოვრება მნიშვნელოვნად არია, მწერალმა საყვარელი მეუღლის გარეშე ორ წელსაც ვერ გაძლო და საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.იგორ სტრავინსკი და ეკატერინა ნოსენკოXX საუკუნის მსოფლიო მუსიკალური კულტურის ერთ - ერთი უდიდესი კომპოზიტორი ასევე თავის ბიძაშვილზე იყო დაქორწინენული, რომელთანაც ჯერ კიდევ ბავშვობიდან მეგობრობდა. შეყვარებულებს ერთად ბევრი რამის გადატანა მოუწიათ, სანამ საბოლოოდ, ერთად იქნებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია მსგავს ქორწინებებს კატეგორიულად კრძალავდა, კომპოზიტორმა მაინც შეძლო ერთ - ერთი სასულიერო პირის დარწმუნება და 1906 წელს წყვილი საბოლოოდ დაქორწინდა.ფრანკლინ რუზველტი და ელეონორა რუზველტიფრანკლინ რუზველტი ისტორიაში შევიდა, როგორც ამერიკის ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის დაქორწინებული საკუთარ ნათესავზე ელეონორაზე იყო, რომელიც ამავე დროს აშშ-ს რიგით 26-ე პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის დისშვილი გახლდათ. შეყვარებულები სხვა წყვილების მსგავსად ახლობლების მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ: კერძოდ კი, ფრანკლინის დედა მათი კავშირის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა წყვილმა მაინც მოახერხა ყველა დაბრკოლების გადალახვა და სამაგალითო ოჯახის შექმნა.ჩარლზ დარვინი და ემა ვედვუჯიდიდი მეცნიერი, ევოლუციის თეორიის ფუძემდებელი თავის ბიძაშვილზე ემა ვედვუჯზე იყო დაქორწიებული, თუმცა წყვილისთვის ამ ქორწინებას ოჯახური ბედნიერება არ მოუტანია: ათი შვილიდან მათ სამი ერთმანეთის მიყოლებით გარდაეცვალათ, დანარჩენები კი სულ ავადმყოფობდნენ. დარვინი მშვენივრად ხვდებოდა რომ ამის მიზეზი ინცესტი იყო, ევოლუციის ფენომენის აღმომჩენმა ინგლისელმა ავტორმა ამ თემაზე რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომიც კი შექმნა.დედოფალი ვიქტორია და მისი ბიძაშვილი ალბერტ საქსენ -კობურგ - გოთელიყველას კარგად მოეხსენება, რომ სამეფო დინასტიებს შორის ახლო ნათესავების ქორწინება საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო, რაზეც მონარქებს საკუთარი პოლიტიკური მოტივები გააჩნდათ. ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიასა და პრინც ალბერტის ქორწინებაც სწორედ ერთ - ერთი ასეთი იყო. ისინი ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ, თუმცა ამ ფაქტს მათთვის მყარი ოჯახის შექმნაში ხელი არ შეუშლია, რომელშიც ყოველთვის ურთიერთგაგება და ჰარმონია სუფევდა.დედოფალი ელისაბედ II და პრინცი ფილიპეკიდევ ერთი მსგავსი "სამეფო" კავშირი - დიდი ბრიტანეთის აწ უკვე გარდაცვლილი დედოფლის, ელისაბედ II-ისა და მისი მეუღლის, პრინც ფილიპეს ქორწინებას უკავშირდება, თუმცა ზემოჩამოთვლილი წყვილებისგან განსხვავებით, ისინი ერთმანეთის შორეული ნათესავები იყვნენ. ბრიტანეთის დედოფალი და ედინბურგის ჰერცოგი ერთმანეთისთვის მესამე ხაზის ბიძაშვილები იყვნენ.388 1-ს მოსწონს |