საქართველო "ციკლიდან - ,,ლაჯზე ასახევები"-გელა ზედელაშვილი 11 ივნისი, 14:49
"ციკლიდან - “ლაჯზე ასახევები''!
????
ერთი რა მაინტერესებს, რამდენი ხანია ვფიქრობ და ვერ ამომიხსნია, ესენი, ეს წიწიკაშვილები, წიწაკაშვილები, ბადრიჯანაშვილები და ყაბაყაშვილები აეროპორტში მორიგეობენ თუ ამ პარლამენტარებს შემთხვევით გადაეყრებიან ხოლმე?
???? რავი, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ წიწიკაშვილები, წიწაკაშვილები, ბადრიჯანაშვილები, ყაბაყაშვილები და დომხალაშვილები აეროპორტში მორიგეობენ. მეტიც, ვფიქრობ, მათ იმავე აეროპორტში ოთახი, ჩუსტები, ღამის პერანგი და ყავის მოსადუღებელიც აქვთ ნაქირავები დონორების მიერ. აბა, რანაირად შეიძლება, ყველა პარლამენტარს ვიღაც უდღეური ხვდებოდეს და მოღალატეს ეძახდეს? მონას ეძახდეს? თან ეს ლაჯზე ასახევი უდღეურები ხაზს უსვამენ, რომ რიგითი მოქალაქეები არიან. ჰა, ჰა, ჰა! რიგითი მოქალაქეები ვართო! დათა თუთაშხიას ვარიანტია, მისი სახელით სხვა რომ ყაჩაღობდა და ძარცვისას სპეციალურად იძახდა, დათა ვარ თუთაშხიაო. ესენიც სპეციალურად იძახიან, მოქალაქეები ვართ რიგითებიო, არავინაც არ გამოგვაგზავნაო. ესენი არიან მიგზავნილები, რომლებიც ათ შაურად ყველაფერს კადრულობენ. ???? სხვათა შორის, მიგზავნილთა ინსტიტუტი ჯერ კიდევ ძველ რომში ჩაისახა. ქუჩებში ალაგ-ალაგ იდგნენ ე.წ. “ბირჟავიკები'', თუ ვინმეს გამწარება, თუ ვინმეს შეურაცხყოფა მოგინდებოდა, მიხვიდოდი, გროშებს გადაიხდიდი, ობიექტს დაუსახელებდი, თითით ანიშნებდი, ან მისამართს მისცემდი და “ვსიო'', საქმე გაკეთებული იყო. რასაკვირველია, დაკვეთის მიმღებები იყვნენ უკანასკნელი ნაძირალები და ესენიც არიან უკანასკნელი ნაძირალები, ანუ ლაჯზე ასახევები!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი. 258 3-ს მოსწონს
|