საზოგადოებრივი რატომ ვერ იხსნა სტალინმა საკუთარი შვილი ტყვეობიდან? 14 ივნისი, 8:33 იოსებ სტალინი საკუთარ პირმშოს ისე ეპყრობოდა, როგორც სხვა საბჭოთა ჯარისკაცებს. ომში წასვლისას, იაკობ ჯუღაშვილს არ მიუღია «თბილი ადგილი» შტაბში. ის პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე მოხვდა... როდესაც ომი დაიწყო, საბჭოთა ლიდერმა, საკუთარი შვილის ომისგან დასაცავად, არაფერი გააკეთა. ის ფრონტზე წითელარმიელებთან ერთად წავიდა. გამგზავრების წინ კი, მამის უკანასკნელი სიტყვები ასეთი იყო: «წადი, იომე». თუმცა, იაკობს დიდ ხანს არ უომია. ივლისის დასაწყისში, ბელორუსის ფრონტზე, მისი ბატალიონი ალყაში მოხვდა და იქიდან გამოსვლის მცდელობისას, ზოგი ბრძოლის ველზე დაიღუპა, ხოლო ზოგიც, გერმანელებმა შეიპყრეს... ტყვედ ჩავარდნილებს შორის, უფროსი ლეიტენანტი ჯუღაშვილიც იყო. გერმანელები ძალიან სწრაფად მიხვდნენ, თუ ვინ ჩაუვარდა მათ ხელში — ის რამდენიმე თანამებრძოლმა გასცა... და არც იაკობს უარყვია და პირველივე დაკითხვაზე აღიარა, რომ სტალინის შვილი იყო. ნაცისტები, თავიანთი მოსისხლე მტრის შვილის, სიკვდილით საჯაროდ დასჯას არ აპირებდნენ. უფრო პირიქით, მათ ინტერესებში ჯუღაშვილის საკუთარ მხარეს გადაბირება შედიოდა. ხოლო შემდეგ, მას პროპაგანდისტულ კამპანიებში გამოიყენებდნენ და უმცროს «სტალინს» — სტალინთან დააპირისპირებდნენ. იაკობს ზრდილობიანად და თავაზიანად ეპყრობოდნენ. დაკითხვებისას გერმანელები, მხოლოდ სამხედრო საქმეებით კი არა, მისი პოლიტიკური შეხედულებებითაც ინტერესდებოდნენ. ისინი სტალინის მმართველობის მეთოდებზე კამათობდნენ, შვილს მამის შეცდომებზე მიუთითებდნენ და ბოლშევიზმის იდეოლოგიის ნაკლოვანებებს ხაზს უსვამდნენ... თუმცა, სამხედრო ტყვის «შერბილების» მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია და ჯუღაშვილი გერმანელებთან, რაიმე სახით თანამშრომლობაზე, უარს ამბობდა. ამავდროულად, მესამე რაიხის პროპაგანდისტულმა მანქანამ უზრუნველყო, რომ სსრ კავშირში, ყოვლისშემძლე სტალინის შვილის დატყვევების ამბავი, საყოველთაოდ ცნობილი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ დაკითხვისას იაკობმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ტყვედ მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩავარდა, გერმანელები მაინც აცხადებდნენ, რომ მისი ჩაბარება, სრულიად ნებაყოფლობითი იყო... თავად სტალინს შვილის ნებით ჩაბარების არ სჯეროდა და ამიტომ, ტყვეობიდან მის გამოსახსნელად, რამდენიმე ოპერაცია დაიგეგმა, რომელშიც, იმ დროს სსრ კავშირში მცხოვრები, ესპანელი კომუნისტებიც კი მონაწილეობდნენ. ისინი სამშობლოდან სამოქალაქო ომში დამარცხების შემდეგ გამოიქცნენ და პარტიზანულ ომში ღირებული გამოცდილების გამო, იაკობის გადასარჩენ ოპერაციებში ჩართეს. მაგრამ, ამ მცდელობებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. სტალინგრადის ბრძოლის შემდეგ, გერმანელები შვედი დიპლომატის გრაფი ფოლკე ბერნადოტის და წითელი ჯვრის შუამავლობით, სტალინს საკუთარი შვილის გაცვლა, ფელდმარშალ პაულუსსა და მე-6 არმიის რამდენიმე ათეულ, მაღალი რანგის ოფიცერში შესთავაზეს — ჰიტლერი გერმანელ ხალხს დაჰპირდა, რომ გენერლები სახლში დააბრუნებდა. მაგრამ... დღეს, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ რას ფიქრობდა სტალინი ასეთ გაცვლაზე. საბჭოთა კავშირში, ომის შემდგომ პერიოდში, გაჩნდა მოსაზრება, რომ საბჭოთა ლიდერმა გერმანელების წინადადებას ცივად უპასუხა: «მე არ გავცვლი ფელდმარშალს ჯარისკაცშიო». თუმცა, არ არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ მან ეს ფრაზა, რეალურად წარმოთქვა. სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა იხსენებდა, რომ ამ მოვლენებიდან მალევე, 1943-44 წწ. ზამთარში, ერთ დღეს სტალინი ძალიან განრისხებული იყო: «გერმანელებმა იაშას გაცვლა, თავიანთებზე შესთავაზეს… მათთან ვაჭრობა დავიწყო? არა, ომი – ომია» — ამბობდა ის. მარშალი ჟუკოვი კი, საკუთარ «მოგონებებში» წერდა, რომ ერთ დღეს, როცა ისინი სეირნობდნენ, სტალინს უფროსი ვაჟის შესახებ ჰკითხა და მან დამწუხრებულმა უპასუხა: «იაკობი ტყვეობიდან თავს ვერ დააღწევს. ფაშისტები მას დახვრეტენ…», პაუზის შემდეგ კი დაამატა: «არა, იაკობი სამშობლოს ღალატს, სიკვდილს ამჯობინებსო». და ასეც მოხდა. იაკობი ტყვეთა ბანაკში გამომწვად იქცეოდა და თუ თავიდან გერმანელები კარგად ექცეოდნენ, როდესაც მიხვდნე, რომ გადაბირებას ვერ შეძლებდნენ, მისადმი ინტერესი დაკარგეს და გამკაცრდნენ... ის ჰამელბურგის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც მისადმი დამოკიდებულება ძალიან მკაცრი და სასტიკი იყო. მარტივად რომ ვთქვათ, გერმანელებს მისი შეშინება და მორალურად გატეხა სურდათ. იაკობი შიმშილობდა, მუდმივად განიცდიდა ბულინგის, საკონცენტრაციო ბანაკის დაცვის მხრიდან. ხშირად, მას სამუშაოზე, ძილის, სადილის და დასვენების გარეშე გზავნიდნენ. ამ რეჟიმში, რამდენიმე თვის მანძილზე ცხოვრების შემდეგ, 1942 წლის აპრილში, იაკობი ისევ გესტაპოს ცენტრალურ ციხეში გადაიყვანეს და მასთან საუბარი, ისევ თანამშრომლობიაზე დაიწყეს. ასეთი საუბრები 1943 წლის თებერვლამდე გრძელდებოდა... საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, გერმანელებს იმედი არ დაუკარგავთ და ცდილობდნენ, ხალხის ბელადის შვილი თავის მხარეს გადაეყვანათ. მაგრამ, ყველაფერი ამაო აღმოჩნდა. იაკობი ფაშისტებთან თანამშრომლობას არ დათანხმდა. შედეგად, ჰიმლერის პირადი ბრძანებით, ის საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი გადაგზავნეს, სადაც მას ისევ ექცეოდნენ, როგორც სხვა ტყვეებს. ამბობდნენ, რომ ბანაკში, იაკობი დეპრესიაში ხშირად ვარდებოდა. მასზე განსაკუთრებით დამთრგუნველად ბანაკის რადიოთი, ხშირ-ხშირად, გადმოცემული სტალინის შემდეგი სიტყვები მოქმედებდა: «ჩვენ არა გვყავს სამხედრო ტყვეები, გვყავს მხოლოდ სამშობლოს მოღალატეები», — ამბობდა ბელადი და აი, 1943 წლის 23 აპრილს, იაკობმა ბარაკში შესვლაზე უარი თქვა და «მკვდარი ზონისკენ» გაიქცა. ხოლო გუშაგმა, გაქცეულ ტყვეს ესროლა... არხის სხვა სიახლეები:* პირველი მაღალგანვითარებული ცივილიზაცია მზის სისტემაში და პალეოკონტაქტები დედამიწაზე* ჩერჩილი: "სტალინი ოთახში რომ შემოდიოდა, ყოველთვის ადგომა მინდებოდა" ... – რა იყო სტალინის ქარიზმის და "მაგნეტიზმის" მიზეზი?* სურათები, რომელიც ჩვენი ტვინისთვის ნამდვილი თავსატეხია* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?463 3-ს მოსწონს
|