მსოფლიოში მიმავალმა საბრძოლო მოქმედებებმა უამრავი ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც დააფიქრა, დააფიქრა არა მშვიდობის დამყარებაზე, არამედ ახალი შეიარაღების შექმნის აუცილებლობაზე, ასევე უკვე შეიარაღებაში არსებული მძიმე ტექნიკის მოდერნიზებაზე.
ამერიკელების ძირითადი საბრძოლო ტანკი "აბრამსი" რამდენიმეჯერ იქნა მოდერნიზებული. ამჟამად ამერიკელებმა ლეგენდარული ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანის მოდერნიზებაზე იზრუნეს და არც თუ ცუდად, ამერიკულმა ქვეითთა საბრძოლო მანქანამ საკმაოდ დიდი ცვლილებები განიცადა.
როგორც ამერიკული რესურსი იუწყება ამერიკის შეერთებული შტატების არმიისათვის წარდგენილი ქვეითთა საბრძოლო მანქანა "М2 Bradley", არმიის შეიარაღებაში მიიღეს.
ქვეითთა საბრძოლო მანქანას, რომელმაც მიიღო აღნიშვნა "М2А4Е1" და რომელიც ბევრი რამით განსხვავდება წინამორბედისაგან, აღჭურვილია აქტიური დაცვის კომპლექსით "Iron Fist Light", რომელიც წარმოებულია ებრაული კომპანია "Elbit Systems"-ის მიერ (სხვათაშორის ამ კომპანიასთან საკმაოდ დიდი თანამშრომლობა გვქონდა 2008 წლამდე). ქვეითთა საბრძოლო მანქანის ახალი მოდიფიკაცია აქტიური დაცვის გარდა აღიჭურვა მაღალი გარჩევადობის თბოვიზორის სამიზნით მსროლელისათვის, გაუმჯობესდა ცეცხლის მართვის სისტემა და სადესანტო ნაკვთურისათვის დამონტაჟდა კლიმატ კონტროლის ბლოკი.
ასე გამოიყურება აშშ-ს არმიის ქვეითთა საბრძოლო მანქანა "М2А4Е1 Bradley" ებრაული წარმოების აქტიური დაცვის კომპლექსით "Iron Fist Light".