x
მეტი
  • 20.06.2024
  • სტატია:135468
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509747
"წავედით გერმანიაში, შევხვდებით ევროპის ჩემპიონატზე!"
image

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ყველაზე- დიდ წარმატებას მიაღწია- თერთმეტმეტრიანებით საბერძნეთის დამარცხების შემდეგ, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.


ეროვნული ნაკრები გერმანიაში უკვე გაემგზავრა, რისი ამსახველი ფოტოს ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.


„წავედით გერმანიაში!


შევხვდებით ევროპის ჩემპიონატზე“, - წერს ეროვნული ნაკრები.

ეროვნულ ნაკრებს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს და ფეხბურთელებს წარმატებას უსურვებენ:

„სულ გამარჯვებებით, წარმატებები“.

„წარმატებები საქართველოს“.

„გამარჯვება ბიჭებო“, - წერენ კომენტარებში.



საქართველოს ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობა ასეთია:



1. გიორგი ლორია;

2. ოთარ კაკაბაძე;

3. ლაშა დვალი;

4. გურამ კაშია;

5. სოლომონ კვერკველია;

6. გიორგი ქოჩორაშვილი;

7. ხვიჩა კვარაცხელია;

8. ბუდუ ზივზივაძე;

9. ზურიკო დავითაშვილი;

10. გიორგი ჩაკვეტაძე;

11. გიორგი ქვილითაია;

12. ლუკა გუგეშაშვილი;

13. გიორგი გოჩოლეიშვილი;

14. ლუკა ლოჩოშვილი;

15. გიორგი გველესიანი;

16. ნიკა კვეკვესკირი;

17. ოთარ კიტეიშვილი;

18. სანდრო ალთუნაშვილი;

19. ლევან შენგელია;

20. ანზორ მექვაბიშვილი;

21. გიორგი წიტაიშვილი;

22. გიორგი მიქაუტაძე;

23. საბა ლობჟანიძე;

24. ჯიმი ტაბიძე;

25. გიორგი მამარდაშვილი;

26. გაბრიელ სიგუა.


შეაგახსენებთ, რომ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.


საქართველო F ჯგუფში ასპარეზობს ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.


0
82
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0