პროფილაქტიკა არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი ერთ კათხა ლუდზე! რატომ? 20 ივნისი, 11:10 ვინც არ იცით, ლუდი არის — მცირე ალკოჰოლიანი, არომატული სასმელი, რომელსაც სვიის მომწარო გემო დაჰკრავს; იღებენ ქერის ალაოს, სვიისა და წყლისაგან მიღებული ტკბილის ალკოჰოლური დუღილით. ზოგიერთი ხარისხის ლუდის მისაღებად ქერის ალაოს ნაწილობრივ ცვლიან ბრინჯის, სიმინდის ან ქერის ფხვნილით, აგრეთვე შაქრით. ლუდის მიღების ტექნოლოგიური პროცესის ძირითადი სტადიებია: ქერის, ალაოსა და ლუდის ტკბილის დუღილი ლუდის საფუვრით; დადუღება (დამწიფება); გაფილტვრა და ჩამოსხმა. ალაოს მისაღებად ქერს წმენდენ, ახარისხებენ, ალბობენ, აღივებენ. შემდეგ მწვანე ალაოს აშრობენ, აცლიან ღივებს და აყოვნებენ. ლუდის ტკბილის მისაღებად ალაოს აპრიალებენ, აქუცმაცებენ და წყალში ურევენ, მიღებულ მასალაში განსაზღვრულ ტემპერატურაზე მიმდინარეობს ფერმენტაციული პროცესები, რომელთაგან ძირითადია სახამებლის დაშაქრება, რომლის დამთავრების შემდეგ მასალას ფილტრავენ და გამჭვირვალე ტკბილის სვიასთან ადუღებენ საჭირო სიმკვრივის ნარევის მიღებამდე. შემდეგ ტკბილს აცლიან სვიას, წმენდენ და აცივებენ. ტკბილს ადუღებენ ლუდის სპეციალური საფუვრით. სადუღარ აპარატებში (ტემპერატურა 5-9 °C, დროის ხანგრძლივობა -7-8 დღე-ღღამე), რის შედეგად მიიღება მწვანე ლუდი, რომელსაც დასადუღებლად და დასამწიფებლად გადიტანენ დახურულ ცილინდრულ ჭურჭელში, ე.წ. ტანკში (დროის ხანგრძლივობა 21-90 დღე-ღამე, ტემპერატურა 0-2 °C). აქ ლუდი გაჯერდება ნახშირორჟანგით, იწმინდება და იღებს საჭირო გემოს. საბოლოოდ ლუდს ფილტრავენ, შემდეგ კი ჩამოასხამენ.
ალბათ ყველამ კარგად იცით ეს გამონათქვამი თუ რჩეა - "დალიე ლუდი". ახლა ის უკვე მეცნიერულადაც დადასტურდა და ნამდვილად უნდა დალიოთ ლუდი. დღევანდელ სტატიაში კი გაგაცნობთ ლუდის გასაოცარ თვისებებს, რომლებიც თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი ერთ კათხა ლუდზე! რატომ?1. ის ზრდის ძვლის სიმკვრივეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ლუდი შეიცავს სილიკონს, რომელიც ხელს უწყობს კუნთოვანი და ძვლოვანი ქსოვილის შეერთებას და ზრდის ამ უკანასკნელის სიმკვრივეს. ხოლო მუქი ლუდის დალევა, რომელიც შეიცავს ყველაზე მეტ სილიკონს, დაგეხმარებათ ოსტეოპოროზის თავიდან აცილებაში. 2. ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ლუდის მოხმარება ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (HDL) რაოდენობას, რომელსაც ასევე „კარგ ქოლესტერინს“ უწოდებენ. HDL-ის მაღალი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს. 3. ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. კვლევებმა ასევე აჩვენა კავშირი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და ლუდის მოხმარებას შორის: ვინც სვამს 1 ჭიქა დამათრობელ სასმელს, ასეთი დაავადებების რისკს 30%-ზე მეტით ამცირებს! 4. ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვინც დღეში 0, 3 ლიტრ ლუდს სვამდა, ნაკლებად მიდრეკილია ტიპი 2 დიაბეტის მიმართ. მაშ ასე, თქვენ გაქვთ კათხა ცივი ლუდის დალევის კიდევ ერთი კარგი მიზეზი. 5. ხელს უშლის თირკმელში ქვების წარმოქმნას. დღეში ერთი ბოთლი ლუდის დალევა ამცირებს თირკმლის ქვების რისკს 40%-ით. მემგონი, არსებობს ამაზე დაფიქრების საფუძველი. 6. ლუდი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ. გერმანელმა მეცნიერებმა სვიაში ქსანთოჰუმოლის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს. ეს ნივთიერება ხელს უშლის ქიმიური კანცეროგენების გააქტიურებას, რომლებიც ზრდის კიბოს რისკს. 7. იცავს დემენციისგან. ქსანთოჰუმოლი ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ხელს უშლის დემენციას. ამრიგად, ლუდი ზომიერად ეხმარება ჩვენს გონებას ფორმის შენარჩუნებაში. შენიშვნა! - გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საუბარია ნატურალურ და ტექნოლოგიური პირობების შესაბამისად დაყენებულ ლუდზე და არა იმ მავნე პროდუქტზე, რომელსაც ჩვენს ბაზარზე მრავლად ვხვდებით. 194 4-ს მოსწონს
|