პოლიტიკა "ბევრმა მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არა, არამედ აშშ-შია, ჩვენს შიდა სადაზვერვო სააგენტოსა და CIA-ში "-ვიოლა ფონ კრამონი 10 ივნისი, 15:19 ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარ შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა ძალიან ღიად მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არ არის, არამედ აშშ-ში, ჩვენს შიდა სადაზვერვო სააგენტოსა და CIA-ში (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო). აქ რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი. ის ასევე ინტერესდება, გერმანელი პოლიტიკოსის, სარა ვაგენკნეხტის საარჩევნო კამპანიის ფინანსების წარმომავლობით, რომლის პარტამაც აღმოსავლეთ გერმანიის რეგიონში წარმატება მოიპოვა. "ასევე დავინტერესდებოდი, რა დაჯდა მისი საარჩევნო კამპანია და ვინ დააფინანსა." - წერს დეპუტატი. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში ვიოლა ფონ კრამონის პარტია "მწვანეები" რომელიც ოლაფ შოლცის კოალიციაშია, (სამი პარტია) არჩევნებში დამარცხდა. გერმანულ მაუწყებელის, ARD-ზე დაყრდნობით, „დოიჩე ველე“ წერს, რომ ხმათა 29, 5%-ით პირველ ადგილი დაიკავა კონსერვატიულმა პარტიამ, 16, 5%-ით მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ ხმების 14 პროცენტი დააგროვა. „სოციალ-დემოკრატების“ გარდა, გერმანიის მმართველ კოალიციაში შედის კიდევ ორი პარტია, რომლებმაც ხმების დაბალი პროცენტი მიიღეს. კერძოდ, „მწვანეებმა“ ხმათა დაახლოებით – 12%, „ლიბერალურმა თავისუფალმა დემოკრატებმა“ (FDP) კი 5 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, ევროპარლამენტის არჩევნებში ოლაფ შოლცის კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა. ვიოლა ფორ კრამერი, ჩვენი მთავრობის მიერ მიღებულ კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გასული თვის დასაწყისში ასე გამოეხმაურა: "ევროპარლამენტმა ნათლად თქვა თავის რეზოლუციაში და ასევე ამბობს ამ წერილში: “ქართული ოცნების” რუსული კანონი, დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობა საბოტირებს საქართველოს ევროპულ მომავალს. არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი [ქვეყანა] კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს. ან ერთია ან მეორე”, - წერს ფონ კრამონი. 245 3-ს მოსწონს
|