პოლიტიკა "ბევრმა მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არა, არამედ აშშ-შია, ჩვენს შიდა სადაზვერვო სააგენტოსა და CIA-ში "-ვიოლა ფონ კრამონი 2024, 10 ივნისი, 15:19 ![]() ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარ შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა ძალიან ღიად მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არ არის, არამედ აშშ-ში, ჩვენს შიდა სადაზვერვო სააგენტოსა და CIA-ში (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო). აქ რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი. ![]() ის ასევე ინტერესდება, გერმანელი პოლიტიკოსის, სარა ვაგენკნეხტის საარჩევნო კამპანიის ფინანსების წარმომავლობით, რომლის პარტამაც აღმოსავლეთ გერმანიის რეგიონში წარმატება მოიპოვა. "ასევე დავინტერესდებოდი, რა დაჯდა მისი საარჩევნო კამპანია და ვინ დააფინანსა." - წერს დეპუტატი. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში ვიოლა ფონ კრამონის პარტია "მწვანეები" რომელიც ოლაფ შოლცის კოალიციაშია, (სამი პარტია) არჩევნებში დამარცხდა. გერმანულ მაუწყებელის, ARD-ზე დაყრდნობით, „დოიჩე ველე“ წერს, რომ ხმათა 29, 5%-ით პირველ ადგილი დაიკავა კონსერვატიულმა პარტიამ, 16, 5%-ით მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ ხმების 14 პროცენტი დააგროვა. „სოციალ-დემოკრატების“ გარდა, გერმანიის მმართველ კოალიციაში შედის კიდევ ორი პარტია, რომლებმაც ხმების დაბალი პროცენტი მიიღეს. კერძოდ, „მწვანეებმა“ ხმათა დაახლოებით – 12%, „ლიბერალურმა თავისუფალმა დემოკრატებმა“ (FDP) კი 5 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, ევროპარლამენტის არჩევნებში ოლაფ შოლცის კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა. ვიოლა ფორ კრამერი, ჩვენი მთავრობის მიერ მიღებულ კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გასული თვის დასაწყისში ასე გამოეხმაურა: "ევროპარლამენტმა ნათლად თქვა თავის რეზოლუციაში და ასევე ამბობს ამ წერილში: “ქართული ოცნების” რუსული კანონი, დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობა საბოტირებს საქართველოს ევროპულ მომავალს. არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი [ქვეყანა] კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს. ან ერთია ან მეორე”, - წერს ფონ კრამონი. 245 3-ს მოსწონს
|