საზოგადოება თბილისური ბავშვობა და სიყმაწვილე - გასული საუკუნის ნოსტალგიური ფოტორეპორტაჟი-ნაწილი–2 10 ივნისი, 9:25 ეს ნოსტალგიური პოსტი ძირითადად იმათთვის არის განკუთვნილი, ვინც ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი, ახალგაზრდობა და ბავშვობა გასულ საუკუნეში გაატარა, გადახედეთ ფოტოებს და კიდევ ერთხელ გაიხსენეთ წარსულის ნათელი დღეები, რადგან როგორც წესი ადამიანი უმეტესწილად იმახსოვრებს კარგს და ცდილობს მეხსიერებიდან ამოიგდოს ცუდი. ფუნიკულიორი-გასული საუკუნის 50-იანი წლები პეტრიწის 12 და 14. უკანა ხედზე ავლაბრის კლდეებზე შემდგარი სახლები. მარცხნივ ქუჩაზე შემოსასვლელი გზა ბარათაშვილის ხიდიდან. ავჭალის გზატკეცილი ყველაზე პოპულარული გადაცემის ქუდი, რომელიც ყოველ შაბათს გადიოდა თბილისის ზოოპარკი მოსკოვის გამზირი, ტრამვაის ბოლო გაჩერება-1960-იანი წლები თბილისობა-1980-იანი წლები გასული საუკუნის სანაყინე "ბორია გადაი"-ძირითადად ბაზრებთან ან გადასავლელ ხიდთან ტრიალებდნენ ასე სუფთად გამოიყურებოდა ვაგზლის (სადგურის) მოედანი რკინიგზის ცენტრალური სადგური და გადასასვლელი ხიდი ნორჩი მუსიკოსები მეტრო ელექტროდეპო, ახლანდელი გოცირიძე დადიოდა კარდაკარ და გაჰყვიროდა "ტაჩიც ნოჟი, ნოჟნიციი"(დანების და მაკრატლების ლესვა) მანაქანაზე დამაგრებული თოჯინა, ყვავილები და ფერადი ლენტები-გასული საუკუნის ქორწილის აუცილებელი ატრიბუტი იან და ბრონ გილანები-ერთადერთი დასავლელი ვარსკვლავი, რომელმაც ქორწილი თბილისში გადაიხადა-რესტორანი "მარანი"-, მცხეთა, 1990 წელი თბილისის კოლორიტი-პლეხანოველი მარინა ბურთი, რომლითაც ყველას უთამაშია ვაჟა -ფშაველას გამზირი და გადაბმული ტროლეიბუსი-1970 წელი კოლმეურნეობის მოედანი-1983 წელი ყველა პატარა ბიჭუნას საოცნებო სათამაშო პირველი როკ-ფესტივალი საბჭოთა კავშირში-”გაზაფხულის რიტმები. თბილისი 1980”-აფიშა ფილარმონიის ვიტრინაზე მარჯანიშვილის მოედანი-1950 ან 60-იანი წლები. ტუტისტები ჩრდილოეთიდან-ვაკის პარკი გასული საუკუნის ბავშვების DVD და YOU TUBE საწერ კალამი და სამელნე, მოსწავლეებს სულ მოთხუპნული ჰქონდათ ხელები თოჯინები, თუ გდრ-ის იყო ეს იყო კლასი, თვალებს ხუჭავდა და ტირილიც შეეძლო საბჭოთა ოჯახის სიამაყე-"მადონას" სერვისი ე.წ. "ჩეკანკები", როემელსაც თითქმის ყველა ოჯახში ნახავდით კედელზე ჩამოკიდულს. დიდუბის ეკლესია-1974 წელი გასულ საუკუნეში დაბადებიის დღეებს, ნათლობებს და ა.შ. ძირითადად სახლში იხდიდნენ მთავარ ფოტოზე: მოზარდი სოფიკო ჭიაურელი პირველი ნაწილი იხილეთ <<ამ ბმულზე>>862 5-ს მოსწონს |
მარინა კი ჩემი მეგობარი იყო:) კინოში და თეატრში დაგვყადა, ერთხელ მარჯანიშვილის თეატრიდან გამოგვყარეს, თავისი მაგნიტოფონით ისეთი მუსიკალური გაფორმება მოუწყო:) :) სპექტაკლიც მახსოვს ,, ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში'' :)