x
მეტი
  • 19.06.2024
  • სტატია:135454
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509742
თბილისური ბავშვობა და სიყმაწვილე - გასული საუკუნის ნოსტალგიური ფოტორეპორტაჟი-ნაწილი–2
image

ეს ნოსტალგიური პოსტი ძირითადად იმათთვის არის განკუთვნილი, ვინც ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი, ახალგაზრდობა და ბავშვობა გასულ საუკუნეში გაატარა, გადახედეთ ფოტოებს და კიდევ ერთხელ გაიხსენეთ წარსულის ნათელი დღეები, რადგან როგორც წესი ადამიანი უმეტესწილად იმახსოვრებს კარგს და ცდილობს მეხსიერებიდან ამოიგდოს ცუდი.


ფუნიკულიორი-გასული საუკუნის 50-იანი წლები

image



პეტრიწის 12 და 14. უკანა ხედზე ავლაბრის კლდეებზე შემდგარი სახლები. მარცხნივ ქუჩაზე შემოსასვლელი გზა ბარათაშვილის ხიდიდან.

image

ავჭალის გზატკეცილი

image


ყველაზე პოპულარული გადაცემის ქუდი, რომელიც ყოველ შაბათს გადიოდა

image

თბილისის ზოოპარკი

image

მოსკოვის გამზირი, ტრამვაის ბოლო გაჩერება-1960-იანი წლები

image

თბილისობა-1980-იანი წლები

image

გასული საუკუნის სანაყინე

image


"ბორია გადაი"-ძირითადად ბაზრებთან ან გადასავლელ ხიდთან ტრიალებდნენ

image

ასე სუფთად გამოიყურებოდა ვაგზლის (სადგურის) მოედანი

image

რკინიგზის ცენტრალური სადგური და გადასასვლელი ხიდი

image

ნორჩი მუსიკოსები

image

მეტრო ელექტროდეპო, ახლანდელი გოცირიძე

image

დადიოდა კარდაკარ და გაჰყვიროდა "ტაჩიც ნოჟი, ნოჟნიციი"(დანების და მაკრატლების ლესვა)

image

მანაქანაზე დამაგრებული თოჯინა, ყვავილები და ფერადი ლენტები-გასული საუკუნის ქორწილის აუცილებელი ატრიბუტი

image

იან და ბრონ გილანები-ერთადერთი დასავლელი ვარსკვლავი, რომელმაც ქორწილი თბილისში გადაიხადა-რესტორანი "მარანი"-, მცხეთა, 1990 წელი

image

თბილისის კოლორიტი-პლეხანოველი მარინა

image

ბურთი, რომლითაც ყველას უთამაშია

image

ვაჟა -ფშაველას გამზირი და გადაბმული ტროლეიბუსი-1970 წელი

image

კოლმეურნეობის მოედანი-1983 წელი

image

ყველა პატარა ბიჭუნას საოცნებო სათამაშო

image

პირველი როკ-ფესტივალი საბჭოთა კავშირში-გაზაფხულის რიტმები. თბილისი 1980”-აფიშა ფილარმონიის ვიტრინაზე

image

მარჯანიშვილის მოედანი-1950 ან 60-იანი წლები.

image

ტუტისტები ჩრდილოეთიდან-ვაკის პარკი

image

გასული საუკუნის ბავშვების DVD და YOU TUBE

image

საწერ კალამი და სამელნე, მოსწავლეებს სულ მოთხუპნული ჰქონდათ ხელები

image


თოჯინები, თუ გდრ-ის იყო ეს იყო კლასი, თვალებს ხუჭავდა და ტირილიც შეეძლო

image

საბჭოთა ოჯახის სიამაყე-"მადონას" სერვისი

image

ე.წ. "ჩეკანკები", როემელსაც თითქმის ყველა ოჯახში ნახავდით კედელზე ჩამოკიდულს.

image

დიდუბის ეკლესია-1974 წელი

image

გასულ საუკუნეში დაბადებიის დღეებს, ნათლობებს და ა.შ. ძირითადად სახლში იხდიდნენ

image

მთავარ ფოტოზე: მოზარდი სოფიკო ჭიაურელი


პირველი ნაწილი იხილეთ <<ამ ბმულზე>>

1
632
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
632
  
10 ივნისი, 20:15
იან გილანი,, ქორწილს'' ყველა ქვეყანაში იხდიდა, სადაც ჩადიოდა. მისი გამოსვლა კარგად მახსოვს სპორტის სასახლეში, მისი ,, ქორწილი'' კი მგონი ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაუხადეს, კუს ტბაზე, თამადა ჯემალ ბაღაშვილი იყო.
მარინა კი ჩემი მეგობარი იყო:) კინოში და თეატრში დაგვყადა, ერთხელ მარჯანიშვილის თეატრიდან გამოგვყარეს, თავისი მაგნიტოფონით ისეთი მუსიკალური გაფორმება მოუწყო:) :) სპექტაკლიც მახსოვს ,, ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში'' :)
0 1 1