x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135663
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ვინ წარადგენს საქართველოს თურქეთის გამორჩეულ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე?!
image2024 წლის 21-25 ივნისს თურქეთში, ქალაქ აივალიკში გაიმართება ტრადიციული, მაშტაბური, გამორჩეული ფესტივალ-კონკურსი "ეგეოსის თასი 2024", სადაც საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ეყოლება!

მცხეთის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კულტურის ცენტრის სახალხო-სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა" ქალბატონ ნინო იმერლიშვილის და ბატონ გიორგი პატაშურის ხელმძღვანელობით - 100 კაცამდე დელეგაციით შეეცდებიან პირველობა არავის დაუთმონ და საქართველოს გამარჯვებულები დაუბრუნდნენ.

ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობს მსოფლიოდან ჩასული 1500-მდე მონაწილე და 15 ქვეყანა. მათ შორის: მოლდოვა, უკრაინა, მაკედონიის რესპუბლიკა, ყაზახეთი, ინდოეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, ალჟირი, ეგვიპტე, საბერძნეთი, ესტონეთი და საქართველო.

ფესტივალ-კონკურსი გაიმართება ქალაქ აივალიკის ამფითეატრში, გალა-კონცერტი აივალიკის ბულვარის მოედანზე. ორგანიზატორები ჩასულ სტუმრებს ჰპირდებიან საინტერესო, მრავალფეროვან და ლამაზ სანახაობას. ფესტივალს თან ახლავს აღლუმი, სადაც ყველა მონაწილე ქვეყანა დროშებით და სასცენო კოსტუმებში ჩაცმულები გამართებიან საკონკურსო ლოკაციამდე.

ანსამბლი "როკვა" მაყურებლის და ჟიურის წინაშე 4 საცეკვაო პერფორმანსით წარდგება.


ფესტივალ-კონკურსის უმაღლეს ჯილდოთ ითვლება ნომინაცია "წლის წარმდგენი ქვეყანა 2024", რაც გრანპრის ტოლფასია.

წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ღირსეულ წარმომადგენლებს საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე!

ფესტივალ-კონკურსის მხარდამჭერია ქალაქ სტამბულის მერია, ქალაქ აივალიკის მერია, თურქეთის და სერბეთის მეგობრობის მხარდამჭერთა გუნდი.

imageimage
imageimage



0
51
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ თაბაგარი
მარიამ თაბაგარი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0