x
ხელოვნური ინტელექტი სამსახურებს წაგვართმევს (ნაწილი 1)

image

ჩემს ირგვლივ მყოფი ზრდასრული (შუა ასაკის) ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ "ხელოვნური ინტელექტი სატანის მოგონილია" ეს რათქმაუნდა სულელური მოსაზრებაა და მოაზროვნე ადამიანისთვის ეს იდეა სასაცილოდაც კი მიუღებელია.

ადამიანები ისეთი ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ არიან პოზიტიურები, რომელიც მათ მძიმე სამუშაოს შეუმსუბუქებს. ეს მართლაც ასეა? არა, თავიდან არა. მაგალითი მოვიყვანოთ: ადამიანებმა პირველ მანქა მეცხრამეტე საუკუნეში ცოტა არ იყოს სკეპტიკურად უყურებდნენ, მისი გარეგანი იერსახე, რომ ეტლი ცხენის გარეშე დადიოდა და უცნაურ ხმებს გამოსცემდა ნეგატიურად განაწყო, თუმცა დღეს ის განვითარებულ ქვეყანაში უმეტეს მოსახლეობას აქვს შეძენილი. ასევე ტელევიზორი, რომელზეც მე პირადად მახსოვს, რომ ამბობდნენ სატანურიაო, ზოგი სპეციალურად არც ყიდულობდა... .

დღეს ხელოვნური ინტელექტის ჯერიც დადგა, მისი გაგონებისას მიმტანებს მუხლებუ უკანკალებთ და ეცემიან. ხელოვნური ინტელექტის ერთერთი ფუნქცია და დანიშნულება რაც ადამიანებს აშინებთეს არის ავტონომიური მანქანების არსებობაა, ეს ნაწილი მოიცავს თვითმმართველ მანქანებსა და დრონებს, რაც საშუალებას აძლევს ნავიგაციას, აღმოაჩინოს დაბრკოლება და გადალახოს ის ადამიანის ჩარევის გარეშე, ასევე რობოტიკაში ის ახერხებს ობიექტების ამოცნობას, მანიპულირებას და ნავიგაციას რაც საშუალებას აძლებს ავტომატიზაციას წარმოებაში. როგორ ფიქრობთ ეს ცუდია? ამ ფუნქციებმა ნელნელა შემოდგა ფეხი საზოგადოებაში, დაიწყო რესტონრნებში მიმტანების ფუნქციის ათვისება, მზარეულების მსგავსად ცდილობენ მოამზადონ ინგრედიენტები კერძების მოსამზადებლად და ასევე თავად კერძებიც კი. ასევე შეეხო გრაფიკულ დიზაინერებს, პროგრამისტებს, რეკლამის შემქმნელებს, მალე ამ საშუალებით ფილმებსაც კამერების გარეშე გადაიღებენ, ამისთვის კი მხოლოდ კლავიატურაზე საჭირო მოთხოვნების გამოყენებით, სოფლის მეურნეობაშიც იყენებენ, ბიზნესშიც როგორც ზევით ავღნიშნე, მედიცინაშიც და თითქმის ყველა სფეროში, რომელზეც ადამიანს მუშაობა და თავის რჩენა უწევს, ეს მხოლოდ დასაწყისია და ადამიანებთან ერთად პარალელურად მუშაობისას აითვისებს პროფესიებს და როცა მომავალში უკეთ დაიხვეწება ის შეძლებს ადამიანის ფიზიკურად ჩანაცვლებას მსგავს შავ სამუშაოებში, თვალს ერთხელ მაინც მოკრავდით რობოტის ვიდეოს რომელიც ორ ფეხზე დადის და არაჩვეულებრივად ინარჩუნებს წონასწორობას. სწორედ ეს სამუშაოს ჩანაცვლება აშინებს ხალხს, ეს იცოდეთ მართლაც მოხდება ამიტომ სჯობს ვიპოვოთ კითხვაზე პასუხი, როცა სამსახურები გაქრება რისი კეთება მოგვიწევს?





ამაზე პასუხს შევეცდები შემდეგ სტატიებში გაგცეთ.image


0
27
შეფასება არ არის
ავტორი:მათე ახალაია
მათე ახალაია
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0