x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სახელმწიფო ბორდელები და ბერძნული გეიშები: 10 ფაქტი ძველი საბერძნეთის "ხორციელი სიამოვნებების" შესახებ

image


ძველი საბერძნეთი, დასავლური ცივილიზაციის აკვანი, განთქმული იყო თავისი ფილოსოფიით, ხელოვნებითა და ბრწყინვალე არქიტექტურით. ის მსოფლიოს დიდებულ ფილოსოფოსებს, პოეტებსა და არქიტექტურულ საოცრებს ჩუქნიდა, თუმცა ამ დიდებული ფასადის მიღმა სხვა, უფრო საიდუმლო მხარე - ხორციელი სიხარულის სამყარო იმალებოდა.




ცემინება, როგორც კონტრაცეფცია


image


ზოგადად, ბერძნები დიდად არ იწონებდნენ კონტრაცეფციას, რადგან ქორწინებაში საჭირო იყო ბავშვების გაჩენა, და არა "სისულელეებით" დაკავება, თუმცა კონტრაცეფციის მეთოდები იქაც კი არსებობდა. ბიჭებს, მაგალითად, კონტრაცეფციისთვის ბროწეულის და ფინიკის მიღება უწევდათ. გოგონებთან დაკავშირებით კი ყველაფერი გაცილებით რთულად იყო - თავად პროცესის შემდეგ საჭირო იყო სუნთქვის შეკავება, სხეულის უკან გაწევა, შემდეგ კი სწრაფად ჩაჯდომა და დაცემინება.




კოცნა


image


მეგობრებს შორის ტუჩებში კოცნა საზოგადოებაში სამარცხვინოდ არ ითვლებოდა, მაგრამ ამის გაკეთება გოგოსთან და თანაც საჯარო ადგილას საზოგადოებისთვის მეტისმეტი იყო. ადამიანებს შეეძლოთ ორი რამ ეფიქრათ: ერთი, რომ კაცი ცოლის გავლენის ქვეშ იყო, და მეორე რომ ის მას ალკოჰოლიზმში ადანაშაულებდა. გეთანხმებით, საკმაოდ უცნაური ლოგიკაა.




კოცნა, როგორც ალკოჰოლიზმის ტესტი


image


მიუხედავად იმისა, რომ გოგონებს საჯაროდ არ კოცნიდნენ, სახლში ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა. განსაკუთრებით ხშირად ცოლებს მაშინ კოცნიდნენ, როცა ქმრები სამსახურებიდან ბრუნდებოდნენ, მაგრამ ამას სიყვარულის გამო კი არ აკეთებდნენ, არამედ იმისთვის, რომ გაერკვიათ ქალს ალკოჰოლი მარტოს ხომ არ ჰქონდა მიღებული.




სახელმწიფო ბორდელები


image


სახელმწიფო და საზოგადოება ბორდელებს იწონებდა, რადგან ითვლებოდა, რომ ახალგაზრდები მისი არსებობის პირობებში ნაკლები სისულელის ჩადენას შეძლებდნენ, და თან ასეთი დაწესებულებები უფროსი თაობის საღამოებსაც ალამაზებდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა საკუთარი ბორდელების გახსნა. საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი, მაგრამ ისინი კერძო დაწესებულებებთან შედარებით გაცილებით უფრო ბიუჯეტური იყო.




ბერძენი გეიშები



image


სახელმწიფო ბორდელები მდიდრებს სპეციალურ სერვისს სთავაზობდნენ რაც საღამოს გოგოსთან დროის გატარებას გულისხმობდა. არა, ის "იმით" არ კავდებოდა, ის უბრალოდ კაცთან დროს ატარებდა. მათ შეეძლოთ ნებისმიერ თემაზე ურთიერთობა, დროის ერთად გატარება, ზოგიერთ ღონისძიებაზე ერთად წასვლა და ა.შ. იყვნენ ასევე ჰეტერებიც, მაგრამ ისინი უმაღლესი სიყვარულის ქურუმები იყვნენ, რომლებსაც შეეძლოთ ყველაფერი ეკეთებინათ, რასაც კი მოისურვებდნენ.



მამაკაცის "ღირსების" ამსახველი სურათები ყველგან


image


ითვლებოდა, რომ მამაკაცის სხეულის ამ ნაწილს წარმატებისა და ნაყოფიერების მოტანა შეეძლო, სწორედ ამიტომ მას ძალიან ხშირად სახლის შესასვლელთან გამოსახავდნენ.




დღესასწაულზე - ჯგუფური შაბათობა


image


მთავარ დღესასწაულად ღვინისა და ნაყოფიერების ღმერთის დიონისეს პატივსაცემად გამართული დიონისური დღესასწაული ითვლებოდა, რომლის დროსაც სუფრასთან ღვინო და ფალიური პური მიჰქონდათ, შემდეგ კი ყველაფერი "ჩახუტებით" სრულდებოდა.





სიმპოზიუმი


image


დღესდღეობით ამ სიტყვას სერიოზული ადამიანები სერიოზული საკითხებისთვის იყენებენ, თუმცა თავდაპირველად ეს სიტყვა ჰეტერებთან დალევას ნიშნავდა, რომლის შემდეგ ყველაფერი მოლხენით სრულდებოდა.





ბიჭური გოგოები


image


ძველ სპარტაში აფასებდნენ გოგონებს, რომლებიც მამაკაცების მსგავსად გამოიყურებოდნენ. ქორწილამდე მათ თმებსაც კი პარსავდნენ და მამაკაცის ტანისამოსს აცმევდნენ.




ძალადობა

image


გასათხოვარ ქალებს ხშირად იტაცებდნენ და აუპატიურებდნენ, რაც არც კანონით და არც საზოგადოების მიერ არანაირად არ ისჯებოდა, თუმცა თუ გოგონა გათხოვილი იყო და უცნობი ამის გაკეთებას გაბედავდა, მაშინ ის მკაცრ სასჯელს ვერ ასცდებოდა, ამიტომ გოგოსთვის ერთადერთი ხსნა ქორწინება იყო.








0
274
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
274