x
მეტი
  • 19.06.2024
  • სტატია:135459
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509743
არის თუა არა "დედოვშინა" ისრაელის არმიაში, აღმოჩნდა რომ "ცახალი" არაა გამონაკლისი ამ მხრივ

image
მსოფლიოს უამრავ არმიაშია ახალწვეულებისადმი ძალადობრივი დამოკიდებულება, მათ ხან ფულს სძალავენ, ხან ისეთ რამეებს აკეთებინებენ, რაც ადამიანის ღირსებას ლახავს.
როგორც აღმოჩნდა ამ მხრივ არც ისრაელის არმია "ცახალია" გამონაკლისი, სადაც ეგრეთ წოდებული საბჭოთა-რუსული ფენომენი "დედოვშინა" ანუ ჯარში უკვე საკმაოდ ნამსახურევი ჯარისკაცების და სერჟანტების მიერ ახალწვეულების ჩაგვრა მიღებულია.
სწორედ "დედოვშინის" გამო მიაცხრილა სეპარატისტულ აფხაზეთში რუსმა ჯარისკაცმა "სამშვიდობო კონტიგენტიდან" 11 ოფიცერი, სერჟანტი და ჯარისკაცი კალაშნიკოვის ავტომატიდან გასროლით.

და რა ხდება "ცახალში"? ისრაელის არმიაში ასე ვთქვათ "დედოვშინა" ლეგალიზებულია, ორთოდოქს ებრაელებს ეთიოპიიდან და არაბული ქვეყნებიდან მიგრირებული ებრაელები დასცინიან, როცა ისინი საველე პირობებშიც იწყებენ ლოცვას.

image

ისრაელში გარდა სამხედრო მფრინავებისა და სამხედრო მეზღვაურებისა, პრაქტიკულად არ არსებობს კლასიკური გაგებით სამხედრო სასწავლებლები. არსებობს მოკლევადიანი საოფიცრო კურსები, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ ოფიცერს შეუძლია ბრწყინვალე კარიერა გაიკეთოს.

ზოგადად სერჟანტები როცა ასწავლიან სამხედრო საქმეს ახალწვეულებს, ხშირად უყვირიან, ასეა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამისი თვითმხილველი თავად ვარ თუ როგორ უყვიროდა ამერიკელ სამხედოებს ამერიკელი სერჟანტ-ინსტრუქტორი ხმის ჩახლეჩამდე.

იგივე ხდება "ცახალში", სადაც ახალწვეულებს ძირითადად ქალ-ინსტრუქტორებს უნიშნავენ, რომლებიც კაპასი და ანჩხლი ქალებივით თავს "დასჩხავიან" ახალწვეულებს, მათი დარიგებების აგრესიული ფორმა მატულობს ქალი-ინსტრუქტორებისთვის კრიტიკულ დღეებში, როცა ჰორმონების მოზღვავების გამო ქალი-ინსტრუქტორები ბოლო ხმაზე უყვირიან მებრძოლებს.

ესეც არაფერი, ჩვეულებრივი მოვლენაა როცა ოდნავ ურჩ მებრძოლს სქესის განურჩევლად თავზე ასხამენ ნაკლებად სასურველ სითხეს (მკითხველი მიხვდება რაზეცაა საუბარი), ჯარისკაცს კი შხაპის მიღების საშუალებას არ აძლევენ მანამ, სანამ ყველა მებრძოლი არ დაიბანს.

image
ახალწვეულებს ხშირად ქამრით "აძლევენ დარიგებებს", ეს ფორმა უკვე დასჯადია და დამნაშავეებს "ჰაუპტვახტი" ემუქრება.
სტატისტიკით "ცახალში" ნამსახურევი ებრაელების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით ეთიოპიიდან და არაბული ქვეყნებიდან მიგრირებული ებრაელების 60%-ს გავლილი აქვს "ჰაუპტვახტი", დამეთანხმებით ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ის, რომ ქალი, სერჟანტი-ინსტრუქტორი ბოლო ხმაზე უყვირის ახალწვეულს-ეს დაკანონებული ფორმაა და ეს "დედოვშინის" კლასში არ გადის და ძალადობად არ ითვლება.

სხვა ქვეყნების არმიებისგან განსხვავებით "ცახალში" წოდებრივი სხვაობა შეინიშნება მხოლოდ უშუალოდ საბრძოლო მომზადებისას ან საბრძოლო ვითარებაში, სხვა დროს ჯარისკაცს შეუძლია, როგორც ძველ ნაცნობს ისე მიესალმოს ან ხელი ჩამოართვას ოფიცერს, თუნდაც მაღალი რანგის ოფიცერს და ეს სრულებით მიღებული ფორმაა.

მცირე დროით შვებულებაში გაშვებული ოფიცრობა და ჯარისკაცები ერთად ერთობიან ბარებში, ერთად ატარებენ დროს და ამაში არანაირ პრობლემას ვერ ხედავენ.

მეტიც, ხშირად როცა სამხედროები ისვენებენ სამხედრო გოგოები ერთმანეთისათვის ტალახის წასმით ერთობიან, არა აქვს მნიშვნელობა რომელია ჯარისკაცი და რომელი სერჟანტი ან ოფიცერი.

image

0
103
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
103