რელიგია რატომ აკეთებს აქცენტებს მართლმადიდებლობა წვრილმანებზე და ქრისტიანობის არსებითი და მნიშვნელოვანი პროსტულატები იგნორირებული აქვს? 8 ივნისი, 12:18 მამა ალექსანდრე მენი, მართლაც სამაგალითო მოძღვარი და ქრისტიანული სარწმუნოების მქადაგებელი, გმობდა წვრილმანებზე აქცენტებს, მათ შორის, შარვლით ტაძარში ქალის არშეშვებას, რადგან ქრისტეს დროს შარვალი საერთოდ არც კი არსებობდა. ზოგადად, მამა ალექსანდრე წინააღმდეგი იყო რიტუალებზე ადამიანების გადართვის - ასე ჭეშმარიტ სარწმუნოებას ვაშორებთ ადამიანებსო. ამიტომაც მოკლეს!
დიდი მონდომებაა, ქრისტეს სახელით ატარონ ცხვირით ადამიანები და ქრისტე პოლიტიკაში ჩააკვეხონ!
მართლაც, აშკარად ვხედავთ, რომ მთავარი პოსტულატები კი აღარაა ქრისტიანობის საზრუნავი, რომელიც 10 მცნებაშია, არამედ რიტუალები და დოგმები. მთავარი ყოფილა თურმე ვინ რას ჩაიცვამს, თორემ ერთმანეთიც დაგვიჭამია! 10 მცნებიდან თითქმის ყველას რომ არღვევს ადამიანი თუ ერი, იმას გინდ შარვალი ჩააცვი, გინდ კაბა და გინდ საწმერთული ჩამოაფხატე თავზე! ასეთი ერი თუ ცალკეული ადამიანი უკვე ძალიან შორსაა, არსებითად განმდგარია ქრისტესგან!
დავით აღმაშენებელს კაბა ეცვა თუ შარვალი?
შოთა რუსთაველს, კაბა ეცვა თუ შარვალი?
და საერთოდ, მე-15 საუკუნემდე ვის ეცვა შარვალი, სად იყო შარვალი მსოფლიოში?
ევროპისა რომ არაფერი მოსწონთ ზოგიერთებს, მარტო შარვალი ჩაიხუტეს ევროპიდან წამოსული და დამკვიდრებული?
ვისაც ევროპა არ სურს, დაუბრუნონ უკან შარვლები და ჩაიცვან კაბები, როგორც მე-16-17 საუკუნემდე გვეცვა საქართველოში ქალსაც და კაცსაც - ყველას!
დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებულებსაც კაბები ემოსათ!
ერთადერთი შარვალი, რომელიც 3000 წლისაა, სცმიათ ბარბაროსებს... მერე შარვალი იკარგება მე-14-15 საუკუნემდე და რატომაა იგი მაინცა და მაინც კაცურობის სიმბოლო?
წვრილმანებზე ყურადრების გადატანა შესაძლოა მიზანმიმართულად ხდებოდეს სწორედ ქრისტიანობის არსებითი პოსტულატების დასაიგნორებლად.!
48 3-ს მოსწონს 1-ს არა |