რელიგია ბიბლია მეძავს ადარებს იმ რელიგიას, რომლის წარმომადგნელებიც შეკრულები არიან პოლიტიკასთან ფინანსური კეთილდღეობის ან სხვა სახის გამორჩენის მიზნით და ბოროტად სარგებლობენ მრევლის ნდობით 8 ივნისი, 11:40 დღეს სიახლე არ არის, რომ სულიერი მამები ფულის კეთებით უფრო არიან დაკავებული, ვიდრე ადამიანებისთვის სულიერი განათლების მიცემით.
-არ განიკითხო“!- შემოგძახებენ უცებ, მაგრამ განკითხვა ისევ უფალს უნდა ემსახურებოდეს. უფლის ჭეშმარიტ გზაზე ადამიანების შეყენებას და არა უბრალო ჭორაობას. ღმერთს ნამდვილად არ უნდა, რომ სარწმუნოების ცრუ რელიგიად მქცეველთა ან სხვების ცუდმა საქციელმა ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს ან მას დააშოროს (მათე 24:11, 12). ის მოუწოდებს გულწრფელ ადამიანებს, დატოვონ ცრუ რელიგია და ისწავლონ, როგორც სცენ ღმერთს თაყვანი მისთვის მოსაწონი სახით (2 კორინთელები 6:16, 17).
ასე რომ არაღვთიური საქციელითაა ბევრი სასულიერი პირი დაკავებული. ისინი რეკლამას უკეთებენ და ყიდიან თავიანთ ნაწარმს და ფულს იღებენ მომსახურებაში. მაღალი რანგის ბევრი სასულიერო პირი დიდ ხელფასს იღებს და ფუფუნებაში ცხოვრობს.
ეკლესიაში ყველაფერი იყიდება „სასწაულმოქმედი ზეთიდან“ დაწყებული ბრენდული ჯვრებით დამთავრებული. სულიერი ლიდერი ძალიან მდიდარია, მაშინ როცა მისი მრევლის უმეტესობა სიღარიბეში ცხოვრობს.
მოდით, გადავშალოთ ახალი აღთქმა, როგორ უყურებს ღმერთი იმ ადამიანებს, რომლებმაც რელიგია ფულის კეთების წყაროდ აქციეს.
ღმერთი არ იწონებს რელიგიის ბიზნესთან შერწყმას. ბიბლიიდან ჩანს, რომ ღმერთი გმობს იმ მღვდლების საქციელს, რომლებიც თავს მის წარმომადგენლებად აცხადებდნენ და ამ დროს ხალხს „საფასურის სანაცვლოდ“ ასწავლიდნენ (მიქა 3:11). ღმერთი იმ ხარბი და გაუმაძღარი ადამიანების კომერციულ საქმიანობასაც გმობდა, რომლებმაც თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი ღვთის ტაძარი „ყაჩაღების ბუნაგად“ აქციეს (იერემია 7:11).
იესოს მთელი ამქვეყნიური მოღვაწეობის მანძილზე აგრესია არ გამოუვლენია, გარდა ერთადერთი შემთხვევისა: რელიგიური წინამძღოლები დიდ მოგებას ნახულობდნენ ხარბი ვაჭრებისგან, რომლებსაც იერუსალიმის ტაძარში ვაჭრობის ნებას რთავდნენ. ეს უკანასკნელნი კი თაყვანისცემისთვის ტაძარში მისულ გულწრფელ ადამიანებს ატყუებდნენ. იესომ დახლები აუყირავა და ტაძრიდან გამოყარა ვაჭრები: „გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!“ (იოანე 2:14—16).
თვითონ იესო მამისგან მიცემული დავალების შესრულების დროს (იოანე 8:28, 29) უსასყიდლოდ უზიარებდა ადამიანებს ღვთის შესახებ ცოდნას. ის გასამრჯელოს არც მაშინ ითხოვდა, როცა სასწაულებრივად კურნავდა ავადმყოფებს, მკვდრებს სიცოცხლეს უბრუნებდა და მშივრებს აპურებდა. იესოს არასოდეს გამოუყენებია თავისი მდგომარეობა სიმდიდრის მოსახვეჭად. მას თავისი სახლიც კი არ ჰქონდა (ლუკა 9:58). !!!
პირველი ქრისტიანებისთვის ღვთისმსახურებას ბიზნესთან საერთო არაფერი ჰქონია!
იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ რელიგიური მსახურება უსასყიდლოდ უნდა შეესრულებინათ: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდ გაეცით“ (მათე 10:8). მისი პირველი მიმდევრები ზუსტად იცავდნენ თავიანთი მოძღვრის მითითებებს.
მოციქულ პეტრეს, რომელიც იესოს დაჰყვებოდა მსახურებაში, ერთხელ სიმონმა ფული შესთავაზა, რომ მოციქულისგან ძალაუფლება მიეღო. პეტრემ მას უსაყვედურა: „ოხრად დაგრჩეს შენი ვერცხლი, რადგან ღვთის ძღვნის ყიდვა მოინდომე!“ (საქმეები 8:18—20).
მოციქული პავლე მისიონერულ მოგზაურობას ეწეოდა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ბევრს შრომობდა ქრისტიანული კრებების განსამტკიცებლად, მას აზრადაც არ მოსვლია, რომ ამ საქმიდან რაიმე გამორჩენა მიეღო. მოციქული პავლე და მისი თანამსახურები, სხვებისგან განსხვავებით, „ღვთის სიტყვით არ ვაჭრობდნენ“ (2 კორინთელები 2:17). მოციქული პავლე: „დღედაღამ ვშრომობდით, რომ დიდი ხარჯებით არ დაგვემძიმებინა რომელიმე თქვენგანი, როცა ღვთის სასიხარულო ცნობას გაუწყებდით“ (1 თესალონიკელები 2:9).
"აბა, როგორ იცხოვროს და რა სახსრებით სასულიერო პირმა? ჭამა ხომ უნდა???"- კლიშედ ქცეული კითხვა იმათი, ვისაც ჰგონია, რომ ჩემზე მეტად უყვარს იესო.
პირველ ქრისტიანებსაც სჭირდებოდათ ჭამა. ჭამა კი არადა, სახსრები სამქადაგებლო კამპანიების მოსაწყობად და გაჭირვებულთა დასახმარებლად. ამის მიუხედავად, ისინი უსასყიდლოდ ასრულებდნენ თავიანთ მსახურებას და ადამიანებს ღმერთთან დაახლოებაში ეხმარებოდნენ.
წინასწარმეტყველებაში ბიბლია მეძავს ადარებს იმ რელიგიას, რომლის წარმომადგნელებიც შეკრულები არიან პოლიტიკასთან ფინანსური კეთილდღეობის ან სხვა სახის გამორჩენის მიზნით და ბოროტად სარგებლობენ მრევლის ნდობით (გამოცხადება 17:1—3; 18:3)
12 3-ს მოსწონს 1-ს არა |
მაგი წინადადების შემდეგ სურვილიც კი გამიქრა , წამეკითხა დანარჩენი ბოდვაი საკვირველი
ეს გრმანელი (ევროპელი) ხუმრობა ხუმრობაში კარგად ახსნის რაც არის ევროპა.
https://www.youtube.com/watch?v=51EFfmAWZHc