x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ამელია დაიერი-ერთდროულად ცნობილი და თანაც უცნობი სერიული მკვლელი-კრიმინალური არქივიდან
image


გამორჩეული გარეგნობა, სასიამოვნო ხმა და მზრუნველობა - განა ეს არ არის იდეალური ძიძის ეტალონი?

დეიდა ამელია ასეთი იყო. უფრო სწორედ ასეთი ნიღაბი ჰქონდა მორგებული. ხოლო სინამდვილეში კი, მის უკან უძირო საშინელება იმალებოდა.


ამელია დაიერმა, ვიქტორიანელმა მედდამ, ვარაუდობენ, რომ 30 წლის განმავლობაში ასობით ბავშვი მოკლა. რატომ დასჭირდა მას ასეთი ამაზრზენი საქციელის ჩადენა? ყველაფერი მარტივია და პრიმიტიული: სწრაფად ფულის გამომუშავება.


ამელია დაიერი დაიბადა 1837 წელს, დიდ ბრიტანეთში, ბრისტოლის მახლობლად, პატარა სოფელ პაილ მარშში. ის საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო, მამა ფეხსაცმლის ოსტატი იყო, გოგონამ წერა-კითხვა ისწავლა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მის ყმაწვილქალობას უღრუბლოდ არ ჩაუვლია.


დედამისი ფსიქიკურად დაავადებული იყო (ტიფმა დაუტოვა) და პერიოდულად ბრაზი მოუვლიდა ხოლმე. ამელია დედას სიკვიდილამდე, 1848 წლამდე უვლიდა. ამ დროის განმავლობაში ამელიამ ავადმყოფობის გამო ორი უმცროსი დაც დაკარგა.

image

1849 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ამელიას ოჯახი ფაქტობრივად აღარ არსებობდა. ამიტომ მან ბრისტოლში გადასვლა გადაწყვიტა, სადაც გაიცნო მომავალი ქმარი, ჯორჯ თომასი. ჯორჯის გაცნობის შემდეგ, მალევე მან მედდის პროფესიის შესწავლა დაიწყო.


სწორედ მედდად მუშაობისას გაიცნო არაკეთილსინდისიერი ბებიაქალი, სახელად ელენ დეინი.


დეინმა ამელიას გააცნო იმ დროს ბავშვების აღზრდის გავრცელებული პრაქტიკა. ამელიამ მალევე მიატოვა მედდის სამსახური და გადავიდა ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაზე- ძიძა გახდა.


მარტოხელა დედებს იმ დროს უჭირდათ: შვილებზე ზრუნვა და ამავდროულად იმდენი ფულის გამომუშავება უნდა შეძლებოდათ, რომ თავი ერჩინათ. ძალიან ხშირად რჩებოდა მხოლოდ ორი ვარიანტი: პროსტიტუცია (რომელიც მრავალი საფრთხის შემცველი იყო, მათ შორის განმეორებითი ორსულობა) ან ბავშვის მოშორება.


სამწუხაროდ, ვიქტორიანულ ინგლისში მინდობით აღზრდისა და შვილად აყვანის სერვისები ძირითადად უკონტროლო იყო მთავრობის მიერ. ამან გამოიწვია ასეთი ძიძების გაჩენა. მივიდოდნენ საწყალ დედასთან და სთავაზობდნენ ერთჯერადი თანხის სანაცვლოდ ბავშვის აღზრდას.


ისინი დედასგან იღებდნენ საფასურს და ჰპირდებოდნენ, რომ ბავშვი ბედნიერად იცხოვრებდა. სინამდვილეში, ბავშვებს ხშირად ბევრად უარესი მომავალი ელოდათ, ვიდრე მოშიმშილე დედასთან რომ დარჩენილიყვნენ.


დაიერი მარტოხელა დედებთან მიდიოდა და აცხადებდა, რომ ის ბავშვს იშვილებდა და გაუზრდიდა ერთჯერადი სოლიდური თანხის სანაცვლოდ, ფასი მერყეობდა 10 ფუნტიდან (1000 ფუნტი თანამედროვე კურსით ) 80 ფუნტამდე (მდიდარი ოჯახებისთვის, რომელსაც სურდათ თავი დაეღწიათ აკრძალული სიყვარულის ნაყოფისგან).


ის კარგ შთაბეჭდილებას სტოვებდა: მოწესრიგებული, გათხოვილი მედდა. მაგრამ მისმა "კლიენტებმა" არ იცოდნენ, რა საშინელი ბედი ელოდა მათ ბავშვებს.


როგორც ჩანს, თავიდან ამელია პირობას ასრულებდა. შეიძლება ის არ მზრუნველი, მაგრამ ბავშვების მოკვლას არ აპირებდა. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში ამელია მიხვდა, რომ ბიზნესი ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა, თუ ის უბედური პატარები უბრალოდ მოკვდებოდნენ. ბავშვებს არ კვებავდა, არ უვლიდა რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები.

image

1879 წელს დაიერი პირველად დაიჭირეს. ერთ ექიმს ეჭვი შეეპარა, როცა ამელიამ სთხოვა, მისულიყო, რა დროსაც ბავშვების დიდი რაოდენობის სიკვდილის მომსწრე გახდა. მან აცნობა ხელისუფლებას.


მოსაზრება, რომ ქალს შეეძლო ბავშვების მასობრივი მკვლელობა, იმდენად უცხო იყო ვიქტორიანული სასამართლოებისთვის, რომ დაიერის მცირედი დატუქსვით შემოიფარგლნენ. იგი მხოლოდ დაუდევრობისთვის გაასამართლეს და ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.


სავარაუდოდ, სატუსაღომ კიდევ უფრო დაარღვია მისი ფსიქიკა. ციხიდან რომ გამოვიდა, კიდევ უფრო საშიში გახდა ვიდრე იქამდე იყო.


ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაიერი ისევ მედდად მოეწყო ფსიქიატრიულში, პარალელურად სიგიჟის სიმულაციას თამაშობდა.


საბოლოოდ, დაიერი ისევ ჩვილების აღზრდას დაუბრუნდა. ამჯერად იგი პირდაპირ მათ დახოცვაზე გადავიდა, რათა მაქსიმალური მოგება მიეღო. გააცნობიერა, რომ თუ გარდაცვალების მოწმობას აიღებდა, შესაძლოა ისევ დაეჭირათ, ამიტომ ქალმა უბრალოდ ცხედრების მდინარეში გადაყრა დაიწყო.

image

დაკარგული ბავშვების დიდმა რაოდენობამ და გარდაცვალების დამალვის არასანდო ხერხმა პოლიციის ყურადღება მიიპყრო. წლების განმავლობაში დაიერი და მისი ოჯახი იმალებოდა და არაერთხელ გადადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში. როდესაც სიტუაცია ძლიერ იძაბებოდა, დაიერი უბრალოდ იმალებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სანამ ყველაფერი არ დამშვიდდებოდა.


დაიერს ფორტუნამ ზურგი შეაქცია 1896 წლის 30 მარტს, მდინარე ტემზაში პაკეტი იპოვეს. შიგნით გოგონას, ჰელენა ფრაის ცხედარი იყო.


საქმე დეტექტივ ანდერსონს გადაეცა. შეფუთვაზე მან იპოვა სადგურ Temple Meads-ის ეტიკეტი, ხოლო შესაფუთ ქაღალდზე მხოლოდ ერთი სახელი და მისამართი იყო: ქალბატონი თომასი. თომასი დაიერის ქმრის გვარი იყო. მდინარე გამოიკვლიეს და ახალი გვამები იპოვეს. პოლიციამ შეკრიბა მრავალი მოწმე და დაიწყო თავსატეხის დალაგება. როდესაც მათ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულებები დაიერის წინააღმდეგ, მათ მოაწყეს ხაფანგი ყალბი მარტოხელა დედის გამოყენებით, რამაც იმუშავა.


მათ ასევე შეძლეს დაიერის დაკავშირება დორის მარმონტის სიკვდილსა და გაუჩინარებასთან. მარმონი ბარმენი იყო, რომელიც ქალს სთხოვდა დახმარებას არასასურველი ბავშვზე. როდესაც ისინი ვერ შეთანხმდნენ ფასზე, დაიერმა მოკლა მისი კლიენტი.


image


1896 წლის 22 მაისს დაიერი სასამართლოს წინაშე წარდგა და თავი დამნაშავედ ცნო დორის მარმონის მკვლელობაში. დაიერმა სცადა განაცხადის შეტანა სიგიჟეზე, მაგრამ მოსამართლემ საპროცესო არ მიიღო. ამ დროისთვის უკვე ცნობილი იყო მისი ფსიქიკური ავადმყოფობის ყალბი ისტორია.


ნაფიც მსაჯულებს სულ რაღაც ოთხნახევარი წუთი დასჭირდათ დაიერის დამნაშავედ ცნობისთვის. იგი ჩამოახრჩვეს 1896 წლის 10 ივნისს. მანამდე მან ხუთი რვეული შეავსო თავისი აღიარებით ჩვენებით.

image

მიუხედავად იმისა, რომ დაიერი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სერიული მკვლელი იყო, დღეს დიდწილად მივიწყებულია. ყველამ იცის სახელი ჯეკი მფატრავი, მაგრამ დაიერისთვის ასეთი მეტსახელი არ შეურქმევიათ.

image

არის მოსაზრება, ეს იმიტომ მოხდა, რომ მისი დანაშაულები ძალიან საშინელი იყო. ვიქტორიანული ინგლისის მაცხოვრებლებს უბრალოდ ვერ წარმოედგინათ, რომ ქალს (რომელიც, ლოგიკურად, ბავშვებზე უნდა ეზრუნა) შეეძლო ასეთი საშინელი ქმედებების ჩადენა.


image

სხვა სერიები "კრიმინალური არქივიდან" იხილეთ <<ამ ბმულზე>>

0
100
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0