x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
წითელი შარფი ჩინეთის იმპერატორისგან - ყველაზე საშინელი და სასტიკი "საჩუქარი" ხარჭებისთვის

image


მინის დინასტიის იმპერატორების სისასტიკეს საკუთარი ხარჭების მიმართ საზღვარი არ ჰქონდა. ჩინეთის მინის დინასტიამ 276 წელი (1368 წლიდან 1644 წლამდე) იარსება. ამ პერიოდის განმავლობაში მინის იმპერია გახდა გლობალური ზესახელმწიფო: ის ატარებდა მასშტაბურ საზღვაო ექსპედიციებს ქრისტეფორე კოლუმბამდე წლებით ადრე და დაიწყო წიგნების წარმოება ჯერ კიდევ ინგლისში სტამბის გაჩენამდე, თუმცა მინის დინასტიის საოცარი მიღწევების მიუხედავად, მას გაცილებით უფრო ბნელი მხარეებიც ჰქონდა.


image


მინის დინასტიის იმპერატორთა სისასტიკეს თავიანთი ხარჭების მიმართ საზღვარი არ ჰქონდა. ზოგიერთ იმპერატორს 9000-ზე მეტი ხარჭაც კი ჰყავდა, რომელთა უმეტესობაც მათი ნების საწინააღმდეგოდ პირდაპირ სახლებიდან ჰყავდათ გატაცებული. ხარჭებს იმპერატორის სასახლის დატოვება სასტიკად ეკრძალებოდათ, თუ რა თქმა უნდა, მათ იმპერატორის საინებელში არ იძახებდნენ.





მინის დინასტიის საშინელი ტრადიცია


image


მინის დინასტიის მესამე იმპერატორ იუნლეს რამდენიმე ათასი ხარჭა ჰყავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1424 წლის ზაფხულში, ოცდაათმა გულდასმით შერჩეულმა ხარჭამ ოთხკუთხა ფორმის, სისხლისფერი წითელი აბრეშუმის თავშალი მიიღო. ეს იყო ყველაზე საშინელი "საჩუქარი", რაც კი ოდესმე შეიძლებოდა რომ ქალებს მიეღოთ, რადგან ეს ნიშნავდა, რომ ხარჭა იღებდა კეთილშობილურ უფლებას "იმპერატორის მსახურება" მისი სიკვდილის შემდეგაც გაეგრძელებინა. მინის დინასტიის კანონის თანახმად, საგულდაგულოდ შერჩეული ქალებისთვის იმპერატორის წითელი შარფის გადაცემა ნიშნავდა, რომ სწორედ ეს ხარჭები იყვნენ მისი რჩეულნი, რომლებსაც იმპერატორისადმი მარადიული ერთგულება საფლავში გაყოლით უნდა ეჩვენებინათ.


image


ერთ-ერთი მოგზაური თავის ქრონიკებში წერდა, თუ როგორ შეჰყავდათ ეს უბედური გოგონები ტირილით დიდ დარბაზში, სადაც მათ ხის ბოძებზე დადგომას აიძულებდნენ, სანამ მათზე დაკიდებული აბრეშუმის მარყუჟებიდან მათ ჩამოხრჩობას უბრძანებდნენ. ღამის გრილ ნიავში მათი სუსტი სხეულების რწევის ხილვა ნამდვილად შემზარავი სანახავი იქნებოდა, თუმცა გოგონებისთვის შერჩეული "წასვლის" ასეთი განსაკუთრებული მეთოდი მინის დინასტიის სხვა იმპერატორების მოთხოვნებთან შედარებით არაფერი იყო. ასე მაგალითად, ზოგიერთი იმპერატორი თავისი სიკვდილის შემდეგ ითხოვდა, რომ მის გვერდით მხოლოდ ცოცხალი ხარჭები დაეკრძალათ.


image


ჩინელი მეცნიერის მაო ცილინის თანახმად, რომელიც 1623-1716 წლებში ცხოვრობდა, ეს საშინელი ტრადიცია "მინის დინასტიის პირველმა იმპერატორმა ჯუ იუანჯანმა დაიწყო, რომელიც თავის ორმოცდაექვს ხარჭასთან, და ასევე სასახლის ათ მოახლესთან ერთად იქნა დაკრძალული. ამის შემდეგ, იმპერატორის ოჯახმა პატივი მიაგო გარდაცვლილი ხარჭებისა და მოახლეების ოჯახებს, რომლებსაც ჯილდოები გადასცა.




შეეძლოთ თუ არა ქალებს ასეთი იმპერატორული "ჯილდოს" თავიდან აცილება?



image


ასეთი ბედის თავიდან აცილება მხოლოდ იმ ქალებს შეეძლოთ, რომლებსაც იმპერატორისთვის შვილები ჰყავდათ გაჩენილი, ან იმ ქალებს, რომელთა ოჯახმაც გარკვეული პატივი დაიმსახურა ან გამოჩენილი მოღვაწეები ჰყავდათ. ასეთ ქალები წითელი აბრეშუმის შარფის მიღებისგან ავტომატურად "თავისუფლდებოდნენ". ისტორიას ახსოვს მინიმუმ ერთი შემთხვევა, როდესაც გამოჩენილი მხედართმთავრის (ჯარის მიერ პატივსაცემი) ქალიშვილი დაკრძალვისთვის იქნა არჩეული, თუმცა მისმა მკაცრმა რეაქციამ აიძულა იმპერატორის ოჯახი და საჭურისები აღნიშნული წესი გაეუქმებინათ და დაკრძალვისთვის სხვა ახალგაზრდა გოგონა აერჩიათ. ყველა სხვა ხარჭას, მათ შორის ღარიბი ოჯახის შვილებს, იმპერატორის გაყოლის ყველაზე დიდი შანსი ჰქონდათ.



ცნობილია, რომ მინის დინასტიის მეექვსე და მერვე იმპერატორმა, რომელიც ტახტზე ორჯერ ავიდა ამ ბარბაროსული ჩვეულების გაუქმება მოახერხა


image



გარდაცვალებამდე ცოტა ხნით იმპერატორმა თავისთან მოიხმო უფროსი ვაჟი და უთხრა მას სიტყვები, რომელიც იქ მყოფმა საჭურისებმა ჩაიწერეს: "მას შემდეგ, რაც ჩვენი დინასტიის იმპერატორი იღუპებოდა, მასთან ერთად ჰარემიდან მრავალი ცოლი იკრძალებოდა. მე არ შემიძლია ამ სასტიკი ტრადიციის შენარჩუნება, და შენ შვილო, უნდა დამპირდე, რომ მომავალში მსგავსი არაფერი განმეორდება!". ამგვარად, სიკვდილამდე იმპერატორმა ბოლო მოუღო მინის დინასტიაში ცოცხლად დამარცხვის სასტიკ სისტემას. ამ ფაქტმა იმპერატორს ერთ-ერთი ყველაზე კეთილსინდისიერი მმართველის რეპუტაცია მოუპოვა, თუმცა, ამ ტრადიციის ბოლომდე აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, და ხანდახან ის ცინის დინასტიაში მანჩუს მიერ ჩინეთის დაპყრობის შემდეგაც გვხვდებოდა.







0
313
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
313