კინო 10 ცნობილი რეჟისორის საყვარელი ფილმები, რომელთა ყურებას გვირჩევენ 2024, 6 ივნისი, 14:57 ალბათ, თქვენთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც საღამოსთვის ფილმის პოვნა რთული ამოცანა ხდება. მსოფლიოში ათასობით სხვადასხვა ფილმია და საყურებლად მხოლოდ ერთის არჩევა მარტივი არ არის. როდესაც საუკეთესო ფილმების ათეულები ერთფეროვნად გამოიყურება და მიმოხილვები უღიმღამოა, დაგეხმარებიან ისინი, რომლებიც კინოში ნებისმიერ კინოკრიტიკოსზე უკეთ ერკვევიან.
ვსაუბრობთ ცნობილ რეჟისორებზე. მათაც, რომლებმაც მოგვცა საყვარელი ფილმები, აქვთ საკუთარი საყვარელი ფილმები. აი, რომელი ფილმების ყურებას გვირჩევენ რეჟისორები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია თანამედროვე კინოინდუსტრიის წარმოდგენა. კვენტინ ტარანტინო ![]() ტაქსის მძღოლი (1976 წელი) ყბა (1975 წელი) დოგვილი (2003 წელი) მებრძოლთა კლუბი (1999 წელი) კვენტინ ტარანტინოს ძალიან უყვარს ვერსტერნი, აზიური პროექტები და ზოგიერთი ძველი ჰოლივუდური კომედია, მაგალითად, „გოგონას აღზრდა“ (1938 წელი). მარტინ სკორსეზე ![]() სკორსეზეს ყველაზე მეტად უყვარს დოკუმენტური და ისტორიული ფილმები. რეჟისორის თქმით, მოსწონს წარსულის ეპოქის ატმოსფეროში ჩაძირვა, რათა განიცადოს ის, რასაც ხალხი განიცდიდა ისტორიული მოვლენების დროს. ჰაიაო მიაძაკი ![]() მიაძაკი, სანამ დიდებული ანიმატორი გახდებოდა, სხვადასხვა ნახატსა და მულტფილმში შთაგონებას პოულობდა. მაგალითად, ანიმატორის ფავორიტთა სიაში შედის „თოვლის დედოფალი“ (1957 წელი) და „ზღარბი ნისლში“ (1975 წელი). დეივიდ ლინჩი ![]() ლინჩის საყვარელი რეჟისორები არიან ფედერიკო ფელინი, ინგმარ ბერგმანი და ალფრედ ჰიჩკოკი. ასევე ძალიან უყვარს სტენლი კუბრიკის შემოქმედება. სტენლი კუბრიკი ![]() კუბრიკი ინტერვიუებში ახსენებს სხვა ფილმებსაც, რომლებმაც მასზე დიდი გავლენა მოახდინეს. ერთ–ერთი ფილმია ანდრეი ტარკოვსკის „მსხვერპლშეწირვა“ (1986 წელი). ლარს ფონ ტრიერი ![]() ერთ–ერთ ინტერვიუში ტრიერმა თქვა, რომ აღარ უყურებს სხვა რეჟისორების ფილმებს: „ბევრი შთაგონებას პოულობს სხვა ფილმებში და იღებს რამდენიმე სტილისტურ მომენტს კინოდან, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მინდა დავრჩე „სუფთა“ და ვიმოქმედო საკუთარი ინსტინქტების დონეზე“. უეს ანდერსონი ![]() ასევე ანდერსონს უყვარს მულტფილმი „ჩემი მეზობელი ტოტორო“ – ჰაიაო მიაძაკის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარი. კრისტოფერ ნოლანი ![]() ნოლანმა ფილმი „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ აჩვენა მსახიობებს ფილმის „დიუნკერკი“ (2017) გადაღებების დროს. დეივიდ ფინჩერი ![]() 2020 წელს ფინჩერმა გადაიღო შავ–თეთრი ფილმი მისი ერთ–ერთი საყვარელი ფილმის „მოქალაქე კეინის“ სცენარისტზე ჰერმან მანკევიჩზე. ფილმში მთავარ როლს გერი ოლდმენი ასრულებდა. სტივენ სპილბერგი ![]() სპილბერგი თავის საყვარელ ფილმებს შორის გამოყოფს არა მარტო კლასიკურ ჰოლივუდურ ფილმებს, არამედ ახალ ფილმებსაც. მაგალითად, მისი ფავორიტი ფილმია „გალაქტიკის მცველები“ (2014 წელი). 401 1-ს მოსწონს |