x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
"თუ ფაშიზმი ოდესმე ამერიკაში მოვა, ის ლიბერალიზმის სახელით მოვა"-რონალდ რეიგანი (ვიდეო)

image

ზუსტად 20 წლის წინ, 2004 წლის 5 ივნისს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ს მე-40 პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი, რომელიც დღემდე ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტად ითვლება.

☆☆☆

ამ დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ აშშ-ს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის 49 წლის წინანდელ გამოსვლას გადაცემაში "60 წუთი", სადაც ეკონომიკურ ფილოსოფიაზე დისკუსიის დროს თქვა ფრაზა ლიბერალიზმის შესახებ, რომელიც აშშ-ში (და არა მარტო) დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა.იგი ამბობს, რომ "თუ ფაშიზმი ოდესმე ამერიკაში მოვა, ის ლიბერალიზმის სახელით მოვა"

☆☆☆

"რას ვუწოდებთ ლიბერალს? ერთმა ბრძენმა ადამიანმა, წლების წინ თქვა: „თუ ოდესმე ამერიკაში ფაშიზმი მოვა, ის ლიბერალიზმის სახელით მოვა“. რა არის ფაშიზმი? ეს არის კერძო საკუთრება და კერძო ბიზნესი, თანაც სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური კონტროლი და რეგულირება. განა ეს ლიბერალიზმის ფილოსოფია არ არის? კონსერვატორი კი არის ის, ვინც ამბობს: ნაკლები მმართველობა, მთავრობა შორს უნდა იყოს ჩემგან და ჩემი ჯიბისგან, და მინდა მეტი კონტროლი მქონდეს ჩემი მომავლის განსაზღვრაში“, -განაცხადა რეიგანმა 1975 წლის ინტერვიუს დროს.

☆☆☆

სოციალური ქსელის, მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ფრაზა სავარაუდოდ, თავად რონალდ რეიგანის ეკუთვნის, რადგან სხვაგან ვერსად მოიძიეს ავტორი, რომელსაც შესაძლოა ეს ციტატა ეკუთვნოდეს. მათივე თქმით, რეიგანმა 49 წლის წინ ზუსტად იწინასწარმეტყველას ის, რაც დღეს ამერიკის ნეოლიბერალებში ხდება.

☆☆☆

აშშ-ს მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი(არჩეული ორი ვადით 1981-1989) ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტად ითვლება ამერიკის ისტორიაში, რეიგანის მმართველობის დროს დაიწყო ახალი რეფორმები ეკონომიკაში(რეიგანომიკა)რომელიც ითვალისწინებდა გადასახადების დონის შემცირებას, ეკონომიკის ფედერალურ დერეგულაციას, ფულის მასის კონტროლს ინფლაციის და ხარჯების შემცირებისთის, რა დროსაც ინფლაცია შემცირდა 12, 5%-დან 4, 4%-მდე, ხოლო საშუალო ნაღდი მშპ 3, 4%-ით.

რეიგანს ეკუთვნის ცნობილი, ლეგენდარული ფრაზა, -მან საბჭოთა კავშირს „ბოროტების იმპერია“ უწოდა, ხოლო გორბაჩოვს ბერლინის კედლის დანგრევისკენ მოუწოდა, რეიგანმა გორბაჩოვთან ერთად მოაწერა „საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის“ შეთანხმებას, რითიც ცივი ომის ორი მთავარი მონაწილის ბირთვული არსენალი საკმაოდ შემცირდა.

0
231
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0