x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512596
"დიდი არაფერი, სოფოჯან, ვითამც ,,კოკა-კოლა'' გაგიყიდნია რუსეთში!"-გელა ზედელაშვლი

image

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოფო ჭყონიას რეპლიკას სოციალური ქსელით ეხმაურება, რომელიც პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით დაწერა:

"ნეტა, რა გრძნობაა დილით რომ დგები და სამშობლოს გასაყიდად მიდიხარ".


დიდი არაფერი, სოფოჯან, ვითამც “კოკა-კოლა'' გაგიყიდნია რუსეთში!
დილით რო ადგები, ფლოსტებში ფეხებს წაჰყოფ, ყავას მოწრუპავ, სიამოვნებით ამოიხვნეშებ და ამ დროს დაგირეკავენ - რუსეთიდან “კოკა-კოლა'' გავიდა, “დავაი'', გამოგვიგზავნეთო, ეგ ძაან მაგარი რაღაცაა, რაააა!
ჰო, რავი, ეგრე არ იყო?
რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადაო, ამის გამო “კოკა-კოლამ'' იქ “მოღვაწეობაზე'' უარი თქვაო და... ამ დროს მაღაზიებში ე.წ. ქართული “კოკა-კოლა'' ეყარა!
ახლა როგოა, ხომ ისევ ჩვეულებრივად ვაჭრობს “კოკა-კოლა'' რუსეთში?
ჰა, აღარ არი რუსეთი ოკუპანტი და გათახსირებული? გამოსწორდა? გაკეთილშობილდა?!
კიდე ისა, სოფოჯან!
თუ სამშობლოს გაყიდვა გინდა სარფიანად, “ელჭიპიტური'' ლიტერატურა უნდა დაუბეჭდო ბავშვებს და “მაკდონალდსში'' დაულაგო.
ჰა, ჰა, ჰა!
პირველად ვნახე, შე ქალო, სამშობლოს გამყიდველი სხვას ეკითხებოდეს, ნეტავ როგორი გრძნობაა, რომ დგები და სამშობლოს გასაყიდად მიდიხარო? გეგონება შენ და მამაშენს ჯერაც არ გაგიყიდნიათ სამშობლო!
რაც შეეხება იმათ, ვისაც შენ გულისხმობ, მათ არაფერი გაყიდეს, პირიქით, მათ უნდათ, ქართველმა ხალხმა იცოდეს, “ელჭიპიტური'' ბროშურები რომ დაბეჭდეთ და “მაკდონალდსში'' ბავშვებს ცხვირწინ დაუდეთ, ეს ვისი დაკვეთა იყო.
დიახ, გვაინტერესებს, ვის მიჰყიდეთ შენ და მამაშენმა ჩვენი სამშობლო!"-წერს ზედელაშვილი.
0
293
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0