x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
არ ვარ პოეტი...

არ ვარ პოეტი, არც მინდა ვიყო,
ლექსს მე არა ვწერ მხოლოდ ქებისთვის,
ლექსი თავისით მოდის და მიხმობს,
მიყვება ამბებს ლამაზი ხმებით...
მე ვარ პატარა კენჭი ქვიშაში,
მუხის ფოთოლი– მთელ მუხის ტყეში,
მე ვარ უბრალოდ შეუმჩნეველი,
პატარა გოგო ამ სამოთხეში...
მე ვარ პატარა, მაგრამ კი ქურდი,
მომიპარია ბევრი რამ ქვეყნის;
მომიპარია მინდვრის ყვავილი
და ხის ფოთოლი სხვადასხვა ფერის.
მომიპარია მთის ნაკადული,
წვეთი უმანკო, ვით თოვლი თეთრი,
მომიპარია მზის სხივი თბილი
და ვარსკვლავები კამკამა ზეცის.
და თუ მე დამსჯით, დამსაჯეთ ისე,
რომ არ წამართვათ ერთი რამ ქვეყნის,
ლამაზი სულის ყვავილით ხელში,
ეს არის ჩემთან მოსული ლექსი.
თ.გაჩეჩილაძე (2009წ.)image

11
67
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:te3e
te3e
67
  
2012, 30 ოქტომბერი, 11:13
+1
2012, 25 ოქტომბერი, 19:49
++++++++++++++++++
2012, 25 ოქტომბერი, 19:05
+++
2012, 24 ოქტომბერი, 18:47
+++++++++++++++++++++++++++
2012, 23 ოქტომბერი, 17:55
++++++++++++++++++
2012, 23 ოქტომბერი, 14:16
:)):* უფრო ადრე ვწერდი.ახლა, ძირითადად, ჩანახატებს ვწერ :*
2012, 23 ოქტომბერი, 14:09
არაააყურიც არ მქონდა მოკრული:D
2012, 23 ოქტომბერი, 14:06
ხოო,არ იცოდი? :)) :*
2012, 23 ოქტომბერი, 14:04
თეე შენ ლექსებ წერ?????
2012, 21 ოქტომბერი, 14:41
მადლობა :*
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10