x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512637
5 ხელმისაწვდომი და ეკოლოგიური მეთოდი ტარაკნებთან საბრძოლველად
ტარაკნები არა მხოლოდ უსიამოვნო, არამედ წარმოუდგენლად ამტანი მეზობლები არიან ადამიანებისთვის. ამ არსებებს შეუძლიათ 40 წუთი წყალში გაძლება, რამდენიმე დღე უთავოდ ცხოვრება და ჩართულ მიკროტალღურ ღუმელშიც ცხოვრება!



image



თანამედროვე მწარმოებლები გვთავაზობენ ინსექტიციდების ფართო არჩევანს ტარაკნების მოსაკლავად, მაგრამ ეს არსებები მათ სწრაფად ეგუებიან. ყველა ეს ფხვნილი, პასტა და სპრეი დროთა განმავლობაში ადამიანს უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე მწერს. გთავაზობთ 5 ეკოლოგიურ და მარტივ მეთოდს, რომლის მიმართ ტარაკნებს „იმუნიტეტი“ არ უვითარდებათ.



1. ყავის ნალექი

image




საოცარია, მაგრამ ტარაკნებს, ადამიანების მსგავსად, ნატურალური ყავა ძალიან უყვარს. ყავის ხაფანგი ყოველთვის მუშაობს. აიღეთ რამდენიმე მინის ქილა, ნახევრად წყლით გაავსეთ და 2–3 სუფრის კოვზი ყავის ნალექი დაუმატეთ. სუნზე მოზიდული ტარაკნები ჭურჭელში აღმოჩნდებიან და ყავაში გაიჭედებიან.



2. სიმინდის სახამებელი თაბაშირით

image



თუ თუ სიმინდის სახამებელს სამშენებლო თაბაშირს შეურევთ, საკვები პროდუქტი მწერის კუჭში გამაგრდება და სწრაფად მოკლავს. ხაფანგის დასამზადებლად სახამებელი და თაბაშირი 1:1 თანაფარდობით აურიეთ, მაგრამ წყალი არ დაუმატოთ. რეაქციისთვის საკმარისი იქნება სითხე, რომელიც ტარაკნების კუჭში და ნაწლავებში არის.



მიღებული ნარევით ამოავსეთ ხვრელები და ბზარები, რომლებიც ტარაკნებს უყვართ. ფხვნილი თვალსაჩინო ადგილას არ დატოვოთ, რომ შინაურმა ცხოველმა და ბავშვმა არ შეჭამოს.



3. ხახვი და სოდა

image



ხახვის სუნი ტარაკნებს იზიდავს და ეს სისუსტე მათ წინააღმდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხახვი რგოლებად დაჭერით, ქაღალდზე ან თეფშზე დააწყვეთ, ზემოდან სოდა მოაყარეთ. მწერი პროდუქტს აუცილებლად შეჭამს და ხახვთან ერთად ორგანიზმში მოხვდება სოდა. ის კი მწერისთვის მომაკვდინებელი შხამია.



4. პიტნა

image



ტარაკნები სუნებს კარგად არჩევენ და მათთვის პიტნის არომატი ერთ–ერთი ყველაზე საძულველია. პიტნის არომატი ტარაკნებს აფრთხობს, ხოლო პიტნის ექსტრაქტის მათ ორგანიზმში მოხვედრა სიკვდილს იწვევს. ტარაკნების საწინააღმდეგო საშუალების მოსამზადებლად 1:2 თანაფარდობით აიღეთ თეთრი ძმარი და წყალი, შემდეგ დაუმატეთ 10–20 წვეთი პიტნის ზეთი, რომ მიღებულ ნარევს მკვეთრად გამოხატული სუნი ჰქონდეს.



ასეთი შხამი პულვერიზატორში შეგიძლიათ ჩაასხათ და უშუალოდ ტარაკნებს შეასხუროთ, მაგრამ ეს ნაკლებად ეფექტური მეთოდია. უმჯობესია ამ ხსნარით დაამუშაოთ მწერების საყვარელი ადგილები. ისინი წავლენ, როცა მათთვის საძულველ სუნს იგრძნობენ.



5. ბორის მჟავა

ბორის მჟავა შეიძლება ჩაითვალოს ერთ–ერთ ყველაზე მომაკვდინებელ ნივთიერებად ტარაკნებისთვის. პრობლემა იმაშია, რომ სუფთა სახით მისი მიღება არ სურთ. დაუპატიჟებელი სტუმრების მოსატყუებლად გამოიყენეთ ბებიების მეთოდი – ბორის მჟავა საკვებ სატყუარას დაუმატეთ.



1 კვერცხი ჩანგლით დაჭყლიტეთ და 4 პაკეტი ბორის მჟავა, მწიკვი ვანილი და ცოტა მცენარეული ზეთი აურიეთ. რაღაც ცომის მსგავსი უნდა გამოვიდეს. პატარა ბურთებად დააგუნდავეთ. ეს ხაფანგები ტარაკნების საყვარელ ადგილებში მოათავსეთ.



არ დაგავიწყდეთ, რომ შხამის განეიტრალება შეიძლება წყლით, ამიტომ დარწმუნდით, რომ ტარაკნებს წყალთან წვდომა არ ექნებათ. სამზარეულოში ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ ზედაპირები გაამშრალეთ და სითხით სავსე ჭურჭლებს თავსახური დაახურეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

10 არომატი, რომელიც ჩვენ მოგვწონს, კოღო კი ვერ იტანს

კარადაში, მაცივარში და სააბაზანოში ნახშირის ნატეხს ვინახავ: ხრიკი ახლობლებმა დააფასეს

არ ვიცოდი, რატომ დებდა ბებია საპონს ბალიშის ქვეშ. ახლა მეც ასე ვაკეთებ

წვრილმანები, რომლებიც სახლში წარმატებას მოგიტანთ და ენერგეტიკას გააუმჯობესებს: მარილის ნათურა, რკო

დედამიწის მოსახლეობის ყოველ მე-8 მაცხოვრებელს ობობის ეშინია - ყველაზე გავრცელებული ირაციონალური ფობიები


0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
140