x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იცით, რატომ ტრაპეზობდნენ ძველი რომაელები წამოწოლილ მდგომარეობაში?

image


ძველი ბერძნების მსგავსად, რომაელებიც სანადიმო სუფრასთან არა ჯდომას, არამედ წოლას ამჯობინებდნენ. მიუხედავად ამ ორი დიდი უძველესი ხალხის წეს-ჩვეულებებში მნიშვნელოვანი განსხვავებებისა, ისინი აღნიშნულ საკითხზე სრულიად თანხმდებოდნენ.


image


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რომაელი პატრიციები არა მხოლოდ ნადიმის დროს, არამედ ისეთი აქტივობების დროსაც კი იწვნენ, როგორიცაა კითხვა, წერა, საქმიანი საკითხების განხილვა და სხვა ინტელექტუალური აქტივობები. ამის უკან კი სერიოზული მიზეზი იდგა: როდესაც სხეულის კუნთები მოდუნებულია, ტვინი ნაკლებ სიგნალს იღებს, რაც აზროვნების პროცესზე მეტი ფოკუსირების მოხდენის საშუალებას იძლევა.


image


დაჯდომილ მდგომარეობაში სადილობას და ვახშამობას მხოლოდ ძველი საბერძნეთის ასკეტი სპარტელები ამჯობინებდნენ, დანარჩენი ბერძნები კი მაგიდასთან მხოლოდ აუცილებელი შემთხვევების დროს ისხდნენ, მაგალითად, როცა განსაკუთრებით ჩქარობდნენ, თუმცა სადღესასწაულო სუფრებზე რომ აღარაფერი ვთქვათ მეგობრულ შეხვედრებზე, რომელსაც "სიმპოსიონი" ეწოდებოდა, სტუმრები და მასპინძლები მაგიდის გარშემო მდებარე გასაშლელ საწოლებზე კომფორტულად იყვნენ მოკალთებული. სავარაუდოდ, რომაელებმა ნადიმის აღმნიშვნელ ტერმინთან (ლათინურად ის წარმოითქმებოდა როგორც "სიმპოზიუმი") ერთად ბერძნებისგან მწოლიარე მდგომარეობაში ნადიმობის ჩვეულებაც აიღეს. დიდი ანტიკური ფილოსოფოსის პლატონის აზრით, ადამიანი, რომელიც მარტო მიირთმევდა, მხოლოდ კუჭის შიმშილს იკლავდა.


image


მისი აზრით, ჭეშმარიტი ტრაპეზის შემადგენელი ნაწილი აუცილებლად უნდა ყოფილიყო მეგობრული საუბარი, ხოლო თუ მასპინძელს საკმარისი ფინანსური სახსრებიც ჰქონდა, მაშინ ასეთი ტრაპეზი აუცილებლად უნდა ყოფილიყო გაფორმებული მუსიკით და სხვა გასართობებით. ბერძნული სიტყვა "ამხანაგი"(სინტროფოსი) სიტყვასიტყვით ნიშნავს "ადამიანს, ვისთან ერთადაც მიირთმევთ". ამბობდნენ, რომ სუფრაზე მყოფი ადამიანების რაოდენობა 3-დან 9 -მდე უნდა ყოფილიყო, რათა გარემო არ ყოფილიყო არც მოსაწყენი და დამსწრე სტუმრები არც სივიწროვეს შეეწუხებინა. საკვების მიღებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ავეჯს, რომელიც საწოლისგან განსხვავებით, მწოლიარე პოზისთვის სპეციალურად იყო შექმნილი "აპოკლინტრა" ეწოდებოდა, რომელიც მომდინარეობდა სიტყვიდან "აპოკლინო", რაც "ზურგის მოხრას" ნიშნავდა.


image


თავისი კომფორტისა და ერგონომიკის წყალობით, "აპოკლინტრები" მთელი ტრაპეზის განმავლობაში ერთი და იგივე პოზის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლეოდა. ღვინის დალევამდე სპეციალურ თასში ხდებოდა ხელების დაბანა, თავის გვირგვინით შემკობა და ღმერთებისადმი რიტუალური წირვის აღსრულება, რომლის დროსაც სიმბოლური მსხვერპლშეწირვის სახით მცირე რაოდენობით ღვინო ისხმებოდა. მსგავსს ნადიმებს ცნობილი ძველი ბერძენი მწერლები და ფილოსოფოსები აღწერდნენ, ვინაიდან რიტუალიზებულ ნადიმებზე ძველ საბერძნეთში საუბრები სხვადასხვა თემაზე იმართებოდა. პლატონის ყველაზე ცნობილ ფილოსოფიურ დიალოგს, რომელშიც სოკრატე მონაწილეობდა "ნადიმი" ეწოდება.

image



რომაულ ნადიმებს ბერძნულისგან გარკვეული განსხვავებები ჰქონდა. პატარა ინდივიდუალური მაგიდების ნაცვლად რომაელებს ერთი საერთო კვადრატული მაგიდა ჰქონდათ. ისინი "აპოკლინტრების" ნაცვლად გრძელი ზომის ტახტებს იყენებდნენ, რომლებზეც სამი ადამიანი ეტეოდა. ბერძნებისგან განსხვავებით, რომლებიც მიდრეკილნი უფრო ინდივიდუალიზმისკენ იყვნენ, რომაელები საკუთრების გრძნობას როგორც სუფრის (რადგან სწორედ იქ თავსდებოდა ყველა კერძი, რომელიც ყველა სტუმრისთვის იყო ხელმისაწვდომი), ასევე სანადიმო საწოლის მიმართაც ამგვარად გამოხატავდნენ.


image


გარდა ამისა, რომაულ ტრაპეზს ნაკლები მსახური სჭირდებოდა, რადგან არ იყო საჭირო თითოეული სტუმრისთვის კერძების ცალკე მირთმევა ან თითოეული მათგანისთვის ღვინის ჩამოსხმა, საკმარისი იყო მხოლოდ კერძების საერთო სუფრაზე განთავსება. როგორია თანამედროვე მედიცინის შეხედულება მაგიდასთან წოლის ჩვევაზე? დიდი რაოდენობით საკვების მიღების შემდეგ ან თავად საკვების მირთმევის პროცესში თუ მარცხენა მხარეს წამოწვებით, ამან შეიძლება კუჭის ქვედა ნაწილზე მიღებული საკვების წნევა შეამციროს, რითიც ზედმეტი ჭამის შეგრძნება მცირდება. გარდა ამისა, დაწოლილ მდგომარეობაში ჭამის დროს ნახშირწყლები იშლება და უფრო ნელა შეიწოვება, ვიდრე მჯდომარე პოზისას რაც სისხლში გლუკოზის დონის უეცარ რყევებსა და ინსულინის დონის უეცარი ცვლილებების თავიდან აცილებას უწყობს ხელს.


image


თუმცა მწოლიარე ჭამა მაინც არც იმდენად კარგია ჯანმრთელობისთვის. მჯდომარე მდგომარეობაში ჭამასთან შედარებით, დაწოლილი კვებისას დანაყრების შეგრძნება გვიან დგება და ის უფრო სუსტად იგრძნობა. სწორედ ამიტომ იწვნენ ნადიმებზე, სადაც კერძების მრავალფეროვნება იყო და სტუმრებს თითოეული მათგანის გასინჯვა უწევდა. ასეთი გულუხვი ნადიმები ხელს უწყობდა ასევე ჭარბი წონის მატებასაც, მათთვის კი, ვინც აქტიური ცხოვრების წესს ეწეოდა და ასეთ სუფრებს ხშირად არ ესწრებოდა, მათი ჯანმრთელობისთვის მსგავსს ნადიმებს სერიოზული ზიანის მიყენება არ შეეძლო, თუმცა შეძლებული რომაელები და პატრიციები, რომლებიც თავიანთი პრესტიჟის შესანარჩუნებლად მდიდრულ ნადიმებს ხშირად აწყობდნენ, სიმსუქნესა და მასთან დაკავშირებულ მთელ რიგ დაავადებებს თავს ვერ არიდებდნენ.










0
199
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
199