ქალი და მამაკაცი 49 წლის ბრიტანელი ბერბიჭა მოულოდნელად უკრაინელ ლტოლვილზე დაქორწინდა 2 ივნისი, 17:12
ბერბიჭა ბრიტანელი მამაკაცი, რომელიც მთელი ცხოვრება იყო მარტოხელა, დაქორწინდა უკრაინელ ქალზე, რომელიც ომის შედეგად განადგურებული ქვეყნიდან გამოიქცა.
49 წლის გაი უილსონმა ჩეპსტოუდან, სამხრეთ უელსი, იქორწინა 34 წლის კარინა კულიკთან გასულ სამშაბათს ბობოქარი რომანის შემდეგ. ბედნიერმა წყვილმა კენტერბერის არქიეპისკოპოსისგან საქორწილო კურთხევაც კი მიიღო. მათ გასული წლის იანვარში გაიცნეს ერთმანეთი, როცა უილსონი მოხალისედ მუშაობდა მშობლიურ ქალაქში. 34 წლის კულიკი ომით განადგურებული ქვეყნიდან თავის დასაღწევის მიზნით დიდ ბრიტანეთს შეაფარა თავი თავის 7 წლის ვაჟთან, სერაფიმესთან ერთად. მისტერ უილსონმა აღიარა, რომ მას ყოველთვის აკლდა თავდაჯერებულობა და მთელი ცხოვრება იბრძოდა ეპოვა ვინმე, მას უკვე მიაჩნდა, რომ უკვე აღარვის შეხვდებოდა. მაგრამ თითქმის ხუთი ათწლეული მარტოობის შემდეგ, მოვლენების მოულოდნელმა შემობრუნებამ უილსონი კულიკს შეახვედრა. მისტერ უილსონმა განუცხადა What's The Jam: „სიყვარული ყოველთვის პოულობს გზას." ”ჩემს შემთხვევაში მეგონა ვიცოდი, სად მიემართება ჩემი ცხოვრება, მაგრამ მოულოდნელად მსოფლიო მოვლენამ ყველაფერი შეცვალა.” „ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ." „ჩემ ასაკში გოგოები რაღაც ახალი იყო ჩემთვის და დედა-მამას აღარც ჰქონდათ იმედი. რომ ვინმეს შევხვდებოდი." ”მაგრამ 18 თვის შემდეგ მყავს ცოლი და შვიდი წლის პატარა ბიჭი, რომელიც უნდა, რომ ვიშვილო - ეს არის ქარიშხალი!” ქალბატონი კულიკი, მეჟოვიდან არის, დონეცკის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქიდან, იგი გახდა იძულებული დაეტოვენინა უკრაინა, 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრა. ფრონტის ხაზის დატოვების შემდეგ, ყველაზე ნაკლებს რასაც მოელოდა კულიკი, იყო ის, რომ, კეთილ უცნობს შეიყვარებდა. 90 2-ს მოსწონს
|