საზოგადოება „დიახ, მე მონა ვარ... ღმერთო, ნურასოდეს ამხსნი ან პატივს“ - ხათუნა ხოფერია 2 ივნისი, 0:42 . ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ჟვანიას მეგობარი და თანამებრძოლი, პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ეხმაურება ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიერ ახლადდამკვიდრებულ მოდას მონას დაძახების შესახებ და წერს, რომ ის მონაა და ამის არ ერიდება: . დიახ, მე მონა ვარ, რადგან… “დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი.” ღმერთო, ნურასოდეს ამხსნი ან პატივს!“ - წერს ხათუნა ხოფერია. . შეგახსენებთ, რომ კანონის დამტკიცების შემდეგ პროტესტში ჩართული პოლიტიკური აქტივისტები სხვადასხვა დეპუტატებს ქუჩაში აჩერებენ და მონას ეძახიან, სახლებთან წარწერებს უტოვებენ. იგივე კამპანია დაიწყო მეორე მხარემაც, სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერებმა და ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეებმა. მათ ახლა ოპოზიციონერებს დაუწერეს სახლის კედლებზე სიტყვა - აგენტი. . თუმცა, ოპოზიციური ტელევიზიები ოპოზიციონერ აქტივისტებს რომლებიც მონას ყვირიან და კედელზე წერენ გმირებად წარმოაჩენენ, ახალისებენ მათ და საქციელს უწონებენ, ტაშს უკრავენ, იგივე ქმედებებს მეორე მხრიდან კი გმობენ და შფოთავენ. 640 2-ს მოსწონს
|