x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
მოსკოველმა პენსიონერმა თაღლითები გააბითურა
image

მოსკოველმა პენსიონერმა თაღლითებს საკმაოდ კარგი იონი გაუკეთა. პენსიონერი მოსკოვიდან დათანხმდა თაღლითებისთვის ფულის გადაცემას, თუმცა შეუცვლა იგი ქაღალდით.




მოსკოველმა პენსიონერმა სახელად ნელი .ო.-მ გააბითურა თაღლითები, რომლებიც მას ФСБ-ს (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) თანამშრომლებად გააცნეს თავი. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Sapa იტყობინება.


ბოროტმოქმედებმა ქალს უთხრეს, რომ უცნობი პირები მისი საბანკო ანგარიშიდან თანხის მოხსნას ცდილობდნენ, ამიტომ თანხა სასწრაფოდ ახალ და უსაფრთხო ანგარიშზე უნდა შეიტანოს და ბანკის მოხელეს უნდა გადასცეს.



პენსიონერმა ბანკიდან 250 ათასი მანეთი გამოიტანა, მაგრამ დროულად მიხვდა, რომ მის მოტყუებას ცდილობდნენ.


ამიტომ მოხუცმა ქალმა პოლიციას მიმართა და მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ურჩია, უარი ეთქვა "სანდო ადამიანთან" შეხვედრაზე, რომელსაც მისი თანხა "საიმედო" აბგარიშზე უნდა შეეტანა.


თუმცა ქალმა ყველაფერი თვითნებურად გადაწყვიტა . დანიშნულ დღეს იგი შეხვდა თაღლითების კურიერს და გადასცა მას ფულის ზომაზე დაჭრილი ქაღალდის პაკეტი.


არ არის ცნობილი, რა სიფათი ექნებოდა კურიერს, როცა პაკეტში ჩაიხედავდა. გარდა ამისა, გამოცემა არ იუწყება დააკავა თუ არა ის პოლიციამ თაღლითები, რომელმაც იცოდა დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.


მანამდე გამოქვეყნდა ფინანსური თაღლითების ყველაზე პოპულარული სატელეფონო ფრაზები, რომლის მოსმენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა გათიშოთ ტელეფონი. კერძოდ, ფრთხილად უნდა იყოთ, როდესაც ასეთ რამეს გეტყვიან:"განცხადების შევსება კრედიტზე" „სპეციალური ან უსაფრთხო ანგარიშის გახსნა“, „დაგვეხმარეთ თაღლითების დაკავებაში“, „ ბარათს ვადა გაუვიდა“.როგორც წესი, ბანკის მოხელეები ასეთ რამეზე არ რეკავენ.


შენიშვნა: მთავარი ფოტო პირობითია

0
196
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0