საზოგადოება „ეი, ფაშისტებოო! მართლა თავზე ხელი აიღეთ უკვე!... შვილებზე ლაპარაკს მოეშვით!”, – ნანა ლორთქიფანიძე 5 ივნისი, 13:26
.
მსახიობი ნანა ლორთქიფანძე ბოლო დროს ქვეყანაში განვიტარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. ის მიიჩნევს, რომ მშობლები საკუთარ შვილებს სამზარეულოებში უნდა დაელაპარაკონ და პასუხი გასცენ.
.
„ეი, ფაშისტებოო! შვილებზე ლაპარაკს მოეშვით! ყველამ თავის შვილს გასცეს პასუხი თავის სამზარეულოში!”, – წერს რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის შვილი, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. „მართლა თავზე ხელი აიღეთ უკვე?! ყველამ თავის შვილს უსმინოს და პასუხიც გასცეს! თავისუფლება! . დიახ, ჩვენი მოტანილია ეს თავისუფლება და ასე გამოყენების უფლებას არ მოგცემთ. ნუ უზრდელობთ და კარიდან რომ გაგდებთ ფანჯრიდან ნუ შემოდიხართ, ჩვენც ვიცით პასუხის გაცემა. ნუ დაკარგეთ საბოლოოდ სახე!”, – წერს ნანა ლორთქიფანიძე. 843 შეფასება არ არის
|