სხვა ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც პორნომოდელი გახდა, საბავშვო ბაღის გახსნას აპირებს 31 მაისი, 11:43
ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ჩქაროსნულ ციგურაობაში. რომელიც შემდგომ პორნომოდელი გახდა, საბავშვო ბაღთან ერთად სპორტული დარბაზის გახსნას აპირებს. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა Nottinghamshire Live-თან ინტერვიუში.
ბრიტანელმა მოციგურავემ, ელისე ვიქტორია კრისტმა ტრავმის გამო 2021 წლის ბოლოს სპორტს თავი დაანება. დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ერთბაშად სამ სამუშაოზე, ცხოვრობდა მანქანაში და იტანჯებოდა ალკოჰოლიზმით. კრისტიმ აღიარა, რომ იმ დროს მისი ერთადერთი აზრი იყო: „როგორ დავეცი მსოფლიო ჩემპიონი იმ დონემდე, რომ გავხდი ის, ვისაც არაფერი აქვს?" გარკვეული პერიოდის შემდეგ ქალს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. იგი მკურნალობდა სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც გაიცნო მომავალი ქმარი. მოგვიანებით წყვილს ქალიშვილი შეეძინა. კრისტის ბევრი სირთულის გავლა მოუწია, სანამ არ შექმნა ექაუნთი OnlyFans-ზე. თავიდან ქალს ეგონა, რომ სექსინდუსტრიაში მუშაობა მისი საქმე არ იყო. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ პლატფორმის გამოყენება შეეძლო არა მხოლოდ ინტიმური შინაარსის მასალების გამოსაქვეყნებლად, არამედ თაყვანისმცემლებთან კომუნიკაციისთვისაც. ისინი ხშირად უსვამდნენ კითხვებს ჩქაროსნული ციგურაობის და ფიტნესის შესახებ და კრისტიც სიამოვნებით პასუხობდა. ქალის თქმით, OnlyFans-მა გადაარჩინა მისი სიცოცხლე. ის ამჟამად მწვრთნლის კურსებს გადის და საკუთარი ბიზნესის შექმნა სურს. როგორც ექვსი თვის ბავშვის დედა, კრისტი მიხვდა, თუ რამდენად რთულია ბავშვების მშობლებისთვის ფორმაში ყოფნა. მისი იდეაა გაიხსნას სპორტული დარბაზი ბავშვებისთვის სპეციალური ოთახით, სადაც ღამრდელები იზრუნებენ მათზე. ამ დროისთვის კრისტი იზიდავს პოტენციურ კლიენტებს და ეძებს ადგილს 401 3-ს მოსწონს
|