x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მარადიული კითხვა: სირბილი თუ სიარული? ლეო ბოკერიამ ამ დაუსრულებელ კამათს წერტილი დაუსვა

image


ცნობილი ექიმი და წარმატებული კარდიოლოგი ლეო ბოკერია, თვლის რომ ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო სწორედ ფეხით სიარულია. ჩვენი ცხოვრების წესია: სამუშაო მაგიდა, კვება, მანქანა ან ტრანსპორტი. ასე რომ, ადექით და იარეთ, გული კი მადლობას გეტყვით. როგორ სიარულს ანიჭებს უპირატესობას თავად ცნობილი კარდიოქირურგი ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ახლა კი რეკომენდაციები ნაბიჯების სიხშირის შესახებ.


1. არ არის აუცილებელი პედომეტრით სიარული და დღიური ნორმის მკაცრად დაცვა.


2. იარეთ დღეში ორმოცი წუთის განმავლობაში.


3. საჭიროა არა ლოკოკინისებური ტემპი, არამედ უფრო სწრაფი. იარეთ იმდენად სწრაფად როგორც შეგიძლიათ, ვინაიდან თქვენი გულისცემა უნდა გახშირდეს, თუმცა დისკომფორტის გარეშე. ჩვენი ორგანიზმი საუკეთესო მრჩეველია, ის ყოველთვის გეტყვით დატვირთვის რიტმსა და ხანგრძლივობას. დაღლილობა სასიამოვნო უნდა იყოს და არა დისკომფორტის მომგვრელი.




ორი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ირბინოთ


image


1. სირბილისას სახსრები ცვდება.



2. სირბილის დროს დაფიქსირებულ იქნა ჰიპერტონული კრიზების და გულის შეტევების შემთხვევები.



image


ნუ იფიქრებთ, რომ სირბილი საშიშია, თუმცა მას მთელი რიგი უკუჩვენებები გააჩნია, მაგრამ ადამიანი თუ სრულიად ჯანმრთელია ამ შემთხვევაში სირბილს არავინ კრძალავს. კარდიოქირურგი სირბილის მოყვარულთ მაინც სარბენ ბილიკს ურჩევს, სადაც შესაძლებელია დატვირთვის რეგულირება და პულსის მონიტორინგი, ხოლო თავად ლეო ბოკერია სარბენ ბილიკს მაინც სიარულს ამჯობინებს. ცნობილი ექიმი ჯანსაღი ცხოვრების ყველა მოყვარულს ტყის ან პარკის ბილიკზე სიარულს ურჩევს.


image



ბოკერია კვლევის შესახებ


image


"კვირაში 2 საათი სეირნობა სიცოცხლეს 7-8 წლით ახანგრძლივებს, და ეს სულაც არ არის რაიმე სახის ფიქცია, ეს სერიოზული რანდომიზირებული კვლევაა, არაერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული, რომელიც სანდო, სერიოზული კლინიკების მიერ იქნა ჩატარებული და რომელსაც მე ვენდობი"- აცხადებს ცნობილი კარდიოლოგი.








0
205
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
205