x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ააშენებენ ჩინელები, რაც ჩემთვის, როგორც ქართველისთვის სრულებით მისაღებია

image
მას შემდეგ რაც პარტია "ლელოს" ლიდერმა და ბანკირმა მამუკა კაზარაძემ და მისმა მხარდამჭერებმა ანაკლიის პორტის აშენების პროექტი ჩააგდეს და ქვეყნის ეკონომიკა აზარალეს, მათ ჩამოერთვათ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობის უფლება.
მათ მიერ პირველადი სამუშაოების შედეგად ზღვიდან ამოტუმბული ქვიშა კი ყოველ ქარიან ამინდში ანაკლიას საჰარის უდაბნოს ამსგავსებს, სადაც ქუჩაში გავლა ჭირს ჰაერში ქარის მიერ ატაცებული ქვიშის სქელი ფენის გამო.

აქედან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკისათვის და მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელი იყო გამოცხადებულიყო ახალი ტენდერი ანაკლიის პორტის ასაშენებლად და ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, რაც თავისთავად მთელ დასახლებაში მიმოფანტული ქვიშის "ბარხანების" გატანასაც უზრუნველყოფს.
ვინაიდან გამოცხადებყულ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ, ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა შეიტანა განცხადება, შესაბამისად ვინაიდან მათ მიერ შემოთავაზებული პროექტი მისაღები იყო, სწორედ ეს ჰოლდინგი გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებულად.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ააშენებს ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი.

როგორც კი ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებულად, როგორც მოსალოდნელი იყო ევროპა და ამერიკა აყვირდა ბოლო ხმაზე, არიქა ჰოლდინგის უკან რუსეთის კვალი ჩანსო!
თან ამერიკელებმა ეს კომპანია ჩვენს მიერ სანქცირებულიაო! თქვენს მიერ სანქცირებული აპრიორი მსოფლიო დონეზე სანქცირებულს ნიშნავს თუ როგორაა თქვენი საქმე ამერიკელებო?
ჩვენ, ქართველებს არაფერში გვჭირდება ამერიკული სამხედრო ფლოტის იქ განთავსების გამო, ანაკლია და ზოგადად საქართველო საფრთხის ქვეშ დადგეს.
ვხედავდი თუ როგორც "ეხმარებოდით" უკრაინაც, მცირე "ულუფებად", რომ აწვდიდით შეიარაღებას, თან მიწოდებისას უკრაინელებს აფრთხილებდნენ ჩვენი რაკეტები რუსეთის ქალაქებს არ დაეცეს, თორემ ვერაფერს ვერ მიიღებთო?

არა და როცა უკრაინიდან დიდძალი ბირთვული არსენალი გაზიდეს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი სწორედ აშშ და დიდი ბრიტანეთი იყო. ვნახეთ, როგორც დაიცავით უკრაინის უსაფრთხოება.
ახლა ტაივანს ამარაგებენ თანამედროვე შეიარაღებით რათა იქ გაჩნდეს კიდევ ერთი დიდი კონფრონტაციის კერა.
გაივანი ჩინეთის ტერიტორიაა, ერთი ხალხია და ჩინეთი რა დღეს, რა ხვალ, აუცილებლად დაიბრუნებს თავის ტერიტორიას, თუმცა ამერიკელების შეგულიანების, სამხედრო დახმარების "წყალობით" იქ აუცილებლად დაიღვრება სისხლი და ეს აშშ-ს კისერზე იქნება.

ამ ეტაპზე კი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება სასიცოცხლოს აუცილებელია ჩვენთვის.

"ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის"!!!

0
122
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
122