საზოგადოება „ქვეყანა დიდხანს ვერ დამშვიდდება, მაგრამ რას მოიტანს მღელვარება?“ – ნათია ფანჯიკიძე 30 მაისი, 15:06
.
8 მაისს, პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.
მომხდარს ეხმაურება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე: "რა მოხდა კარგი? – ჯენ ზი გაიზარდა და დაფიქსირდა, არა როგორც აპათიური, ქვეყნის მოვლენებისგან იზოლირებული, არამედ აქტიური თაობა. ამის დანახვა, მათი “ერად” თავმოყრა ყველა მღელვარებად ღირდა. აღმოჩნდა, რომ გაგვიზრდია ეროვნული, გემოვნებიანი, მზრუნველი, ლამაზი, განათლებული ადამიანები. რა მოხდა თვალსაჩინო? – ოპოზიციის და ლიდერების გარეშე ერს აქვს საერთო სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბების უნარი. ახალი თაობა დამოუკიდებელია ბელადის კულტისგან და გარჩევა შეუძლია, თვითონ რა უნდა. მთავრობისგან რა იყო მოულოდნელი? – არაფერი. ტრადიციულად იქცევიან, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა მთავრობები იქცეოდნენ ხელისუფლებაში დიდხანს შემორჩენის შემდეგ – უამრავი მოქალაქის იგნორირება, “სხვების” მთავრობად ყოფნაზე უარის თქმა, ერის გახლეჩა და ასობით ათასი ადამიანის მტრად გამოცხადება, ხალხთან დიალოგის უუნარობა და ძალადობით “მოგვარება”. რა მოხდა ცუდი – ჯერ არაფერი. ცუდი მოხდება, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს დემონსტრირებას, რამდენად დიდი როლი აქვს ქვეყნის მდგრადობაში და ეკონომიკურ თუ დარგობრივ წინსვლაში, გაგვიუქმებს უვიზო რეჟიმს, შეწყვეტს სხვადასხვა სფეროს განვითარებაში დახმარებას. რა ელის ჩვენს ყოველდღიურობას – ქვეყანა დიდხანს ვერ დამშვიდდება. სიმშვიდე არცაა იდეალი, სიმშვიდე თანატოსის, სიკვდილის ენერგიაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რას მოიტანს მღელვარება". 107 2-ს არ მოსწონს |
ეს სიტყვები სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.... ქმარმა რომ არ ივარგა პოლიტიკოსად, ვიცოდი, მისი და საგარეო საქმეთა მინისტრად რომ არ გამოდგა, ვიცოდი, მაგრამ ეს თუ ფსიქოლოგად არ ვარგოდა, ეხლა გავიგე....